უკან

პოლიტიკა

28 ოქტომბერი, 2025 16:23
font-size

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას - `ლელო - ძლიერი საქართველო`

ასაკრძალი პარტიების სიაში შეყვანის შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა, "ლელო - ძლიერი საქართველო" "ქართულ ოცნებას" პასუხობს. კოალიციაში აცხადებენ, რომ "რუსული რეჟიმის" წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ისეთი გამოწვევაა, რომელსაც "ძლიერი საქართველო" აუცილებლად მოუძებნის წინააღმდეგობის გზას".

ამასთან, კოალიციის განცხადებით "ქართულ ოცნებას" მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს "ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები".

„ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა "ოცნებამ " გადაწყვიტა, რომ დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის პოლიტიკური კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველო", რომელმაც ამ წლების განმავლობაში, გაატარა საქართველოს მოქალაქეების მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის კოალიცია "ძლიერი საქართველოს" და "ლელოს" სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას.

ჩვენ, გუშინ, შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. მე ახლა ვდგავარ ჩვენ გუნდთან ერთად. მთელი საქართელოს მასშტაბით "ლელოს" და "ძლიერი საქართელოს" წარმომადგენლები, ყველა მუნიციპალიტეტიდან, ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და "ქართული ოცნების" პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ პოლიტიკური კრიზისიდან.

"ქართულ ოცნებას", ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები.

ჩვენ, დღეს, აქ დგომით და თქვენთან, მოქალაქეებთან პოლიტიკური კომუნიკაციით, საუბრით ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება. გამარჯვება, რასაც იმსახურებენ მოქალაქეები, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი, ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება, დამთავრება და ამ ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა სტრატეგიული წინააღმდეგობის ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე," - აცხადებენ კოალიციაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს.

ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელო - ძლიერი საქართველო".

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა

30 ოქტომბერი, 2025 , 21:26

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურე

57 საკრებულოში პარტიის ადგილობრივი ლიდერები დღეს კორუფციის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიების შექმნას ერთდროულად მოითხოვენ - „ლელო-ძლიერი საქართველო“

30 ოქტომბერი, 2025 , 11:21

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებით, საკრებულოებში მათი წარმომადგენლები იქნებიან ხალხის ინტერესების დამცველები და მოსახლეობის საჭიროებების გამხმოვანებლები. როგორც „ლელოს“ პრესსამსახ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის წერილს აქვეყნებს

29 ოქტომბერი, 2025 , 20:01

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის წერილს აქვეყნებს. როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, ოფიციალური წერილის ადრესატები საქართვე

ერთადერთი, რაც ნამდვილად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილის და ივანიშვილის ამპსონები, რომლებიც ვეღარასოდეს შეძლებენ ევროპულ სივრცეში შესვლას - თინა ბოკუჩავა

28 ოქტომბერი, 2025 , 16:30

"ერთადერთი, რაც ნამდვილად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილის და ივანიშვილის ამპსონები, რომლებიც ვეღარასოდეს შეძლებენ  ევროპულ სივრცეში შესვლას", - ასე პასუხობს ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა "ოცნების" საკონსტიტ

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს

28 ოქტომბერი, 2025 , 16:10

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს. შესაბამისი განცხადება, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, საკანონმდ

შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა

28 ოქტომბერი, 2025 , 15:56

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთ