უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ოქტომბერი, 2025 16:30
font-size

ერთადერთი, რაც ნამდვილად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილის და ივანიშვილის ამპსონები, რომლებიც ვეღარასოდეს შეძლებენ ევროპულ სივრცეში შესვლას - თინა ბოკუჩავა

"ერთადერთი, რაც ნამდვილად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილის და ივანიშვილის ამპსონები, რომლებიც ვეღარასოდეს შეძლებენ ევროპულ სივრცეში შესვლას", - ასე პასუხობს ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა "ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

ბოკუჩავა ამბობს, რომ "ოცნების" სარჩელი შეიძლება ახალი შესაძლებლობის შანსიც კი გახდეს - ენმ-ს ლიდერი ამ კონტექსტში ერთიანობასა და ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაზე საუბრობს.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგუროდ წოდებული საკონსტიტუციო სასამართლო რომელ პარტიებს გააუქმებს ან არ გააუქმებს. პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნის ირგვლივ. "ნაციონალური მოძრაობა" იბრძვის ევროპული დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციის და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება.

პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული, პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან მოღალატე კრიმინალთა ბანდას და ებრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ.

ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილის და ივანიშვილის სხვა ამპსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის ქვეყნებში და ვეღარასოდეს შეძლებენ თავისუფალ, ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც ასევე არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის წერილს აქვეყნებს

29 ოქტომბერი, 2025 , 20:01

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის წერილს აქვეყნებს. როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, ოფიციალური წერილის ადრესატები საქართვე

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას - `ლელო - ძლიერი საქართველო`

28 ოქტომბერი, 2025 , 16:23

ასაკრძალი პარტიების სიაში შეყვანის შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა, "ლელო - ძლიერი საქართველო" "ქართულ ოცნებას" პასუხობს. კოალიციაში აცხადებენ, რომ "რუსული რეჟიმის" წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებ

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს

28 ოქტომბერი, 2025 , 16:10

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს. შესაბამისი განცხადება, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, საკანონმდ

შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა

28 ოქტომბერი, 2025 , 15:56

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთ

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს: უმრავლესობის თითოეული წევრისთვის მადლობა გაქვთ გადასახდელი, რომ უფლება მოგეცით და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გქვიათ

28 ოქტომბერი, 2025 , 14:50

პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემოვიდა პარლამენტში. ამ დაგვიანებას თავის მიზეზი აქვს და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის, რომ ეს მათი პატრონებისგან იმ სცე

მაია ბითაძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს: თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვების წარმოთქმისგან, როგორიც არის „ღალატი“, ამას, ამ დარბაზში არავინ შეგარჩენთ

28 ოქტომბერი, 2025 , 14:31

ვუსმენდი ახალ შემოერთებულ კოლეგებს და მეგონა, მხატვრული კითხვის ან პროზის საღამოზე ვიყავი - თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვების წარმოთქმისგან, როგორიც არის „ღალატი“, ამას, ამ დარბაზში არავინ შეგარჩენთ! - ამის