უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 ოქტომბერი, 2025 15:42
font-size

პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც შედის საზოგადოების ინტერესებში, ისე გაგრძელდება პროცესები ქვეყანაში.

„საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ითხოვდა მყისიერ ჩარევას. მეც მომისმენია პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს. ჩვენ გვჭირდება ჰუმანური, მეთოდური მიდგომა. ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არიან უცხოელი აგენტები, იღებენ ფულს იმისათვის, რასაც აკეთებენ, შეგნებულად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ამის მიუხედავად, ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ 300 ადამიანს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და ჩვენ მათ მიმართ უნდა გვქონდეს ჰუმანური მიდგომა. აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული. უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. როგორც შედის საზოგადოების ინტერესებში, ისე გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში", -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ჯარიმები საკმარისად ეფექტური ზომა არ იყო, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა ეფექტური ზომაა.

„კანონს არღვევენ ყოველდღე, კანონისა და საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, არ შეიძლება, ადამიანებმა გადაკეტონ ქუჩა, თუ ამას არ მოითხოვს მათი რაოდენობა. არ შეიძლება, 50-მა კაცმა იძალადოს 3 700 000 ადამიანზე. ამიტომ არის კანონი, არის საერთაშორისო სტანდარტი. ამის მიუხედავად, ჯარიმები არ ჰყოფნიდა იმას, რომ ამ ძალიან მცირე რაოდენობით ადამიანებს არ ეძალადათ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. რაც არ იყო ეფექტური, ის ჩანაცვლდა ეფექტური ზომით. ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდეგ პლუს სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით პატიმრობა. ტროტუარზე დგას ხოლმე 200 კაცი, რომელიც ყოველდღიურად წირავს დაახლოებით 25 კაცს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. კოლექტიური ლომჯარიები დგანან, 200-მდე კაცი დგას ხოლმე ტროტუარზე, ხან 100, ხან 150, ხან 200. ისინი ყოველდღიურად წირავენ დაახლოებით 25 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, შემდეგ გაწირავენ სისხლის სამართლებრივი პატიმრობისთვის. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება დიდი პერსპექტივა. კოლექტიურ ლომჯარიებს ვერ ექნებათ ვერავითარი პერსპექტივა და ვერც იმათ, ვინც ნახევრად მსხვერპლები არიან და სინამდვილეში ისინიც მოძალადეები არიან, მათაც ვერ ექნებათ ვერავითარი პერსპექტივა. ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვებს საზოგადოების ობიექტური ინტერესები. დაელოდეთ მშვიდად და ნახავთ ეფექტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:54

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ,

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი

17 ოქტომბერი, 2025 , 13:39

დაკავებული აქტივისტები ბრალის წარდგენას ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელოდებიან - მათთან ამ წუთებში მათივე ადვოკატები იმყოფებიან. მარიამ მეყანწიშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელი სახლ

ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს

17 ოქტომბერი, 2025 , 13:02

ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ

ეუთოს თავმჯდომარის მიმართ ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმას, კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს - სანდრო ბარამიძე

16 ოქტომბერი, 2025 , 17:02

"ელინა ვალტონენისთვის ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმას, კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს" - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე, ეუთო-ს თავმჯდომარისთვის დაკისრებული

ეუთო-ს თავმჯდომარე ჩამოვიდა, რომ რუსთაველზე მდგარი საკუთარი „შვილები“, აკაცუკები მოენახულებინა - კახა კალაძე

16 ოქტომბერი, 2025 , 14:00

თბილისის მერმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტი როგორც სამწუხარო შეაფასა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მიმდ

წილი იყარა და ქვეყნის დამამხობელთა „გაუჩერებელი მდინარე“ თავისუფლების მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ასაღებად გადაედინა - შალვა პაპუაშვილი

16 ოქტომბერი, 2025 , 11:06

ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც, პაპუაშვილ