კომენტარი
ჩვენება, რომელიც გუშინ მივიღეთ უნდა გავაანალიზოთ, ვინაიდან მიღებულია ძალიან საინტერესო ინფორმაცია - სერგი კაპანაძე
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის შეფასებით, მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება ნაჩქარევია.
მისი თქმით, ნაჩქარევია შეფასება, ვინაიდან ჩვენება შესწავლილი არ არის.
„ჩვენება, რომელიც გუშინ მივიღეთ უნდა გავაანალიზოთ, ვინაიდან მიღებულია ძალიან საინტერესო ინფორმაცია. უნდა შევისწავლოთ ის, უნდა შევადაროთ ადრე მიღებულ ჩვენებებს და ამის შემდეგ უნდა ვთქვათ, იყო თუ არა რეკომენდაცია ნაჩქარევი, ან სწორი. რეკომენდაციას რაც შეეხება, ის იყო დაყრდნობილი საქმის მასალებზე, რომელიც ჩვენ ხელთ გვქონდა. მე არ მგონია, რომ ასეთი სწრაფი კომენტარი გამართლებული არ არის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები არის ვალიდური და დროული.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარის მიერ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია ნაჩქარევი იყო.
რამდენიმე ხნის წინ, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ორი რეკომენდაციით გამოვიდა, ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.
საკვანძო სიტყვები:
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31
ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი
7 ნოემბერი, 2025 , 12:06
ნიკა მელია არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას - ადვოკატი
6 ნოემბერი, 2025 , 19:00

