უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 აპრილი, 2024 18:36
font-size

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანებიან.

„ერთი ერი ვართ ჩვენ, ერთი სამშობლო გვაქვს. სამშობლო პოლიტიკაა? არ არის პოლიტიკა. თქვენც და ჩვენც ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ", - გნაცხადა ლიპარტელიანმა

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარესაც მიმართა და უთხრა, რომ ეკლესიაში, რომელსაც ერთ დროს თავს აფარებდა ვერაფერი ისწავლა, რითაც ილია ჭავჭავაძის სიტყვების ირგვლივ "ოცნების" ნარატივს გამოეხმაურა.

ბატონო ირაკლი, მართალია თქვენ სამხედრო ვალდებულებას სამშობლოს წინაშე თავი აარიდეთ და ეკლესიას შეაფარეთ თავი, მაგრამ იქაც ვერ გისწავლიათ ვერაფერი. ეკლესია პირველ რიგში საზოგადოებას, ერთობას ნიშნავს და მამული, ენა, სარწმუნოების ქვეშ სად წაიკითხეთ, რომ ილია ჭავჭავაძე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გულისხმობდა მხოლოდ და მხოლოდ? ", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანი რელიგიურ საკითხებს კიდევ უფრო ვრცლად შეეხო და "ოცნების" დეპუტატს ზურაბ აბაშიძეს პირდაპირ უთხრა, რომ არაფრითაა აჭარელ მუსლიმებზე უკეთესი.

ბატონო ზურა, რით ხართ აჭარელ მუსლიმებზე, ჩვენს ქართველ ძმებზე უკეთესი? არასოდეს სარწმუნოებაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ დღეს გამონაკლისი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომ შემიძლია სიყვარული, რომ შემიძლია თანაგრძნობა, გაზიარება, მოყვასის სიყვარული შემიძლია თქვენგან განსხვავებით. სარწმუნოებაზე და მართლმადიდებლობაზე საუბრობთ და ბოღმა და ზიზღი ამოგდით პირიდან. ეს არის თქვენი სარწმუნოება და მართლმადიდებლობა? სიყვარულია სარწმუნოება და ადამიანობაა პირველ რიგში. არაფრით არ არიან თქვენზე ნაკლებები და არც სამშობლო უყვართ თქვენზე ნაკლებად ჩვენს მუსლიმ ქართველებს. შეუძლებელი და წარმოუდგენელია ეს თქვენი რიტორიკა და შეუძლებელი და წარმოუდგენელია ერის ასე გაყოფა. ერთი ერი ვართ ჩვენ, ერთი სამშობლო გვაქვს. სამშობლო პოლიტიკაა? არ არის პოლიტიკა. თქვენც და ჩვენც ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ. გასაგებია, რომ თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ხალხის კეთილდღეობა, ევროპული ხელფასი, ევროპული შემოსავალი, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული სოციალური უზრუნველყოფა, მაგრამ თქვენს შვილებს რას ეუბნებით?“-განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

ხელისუფლება მესიჯბოქსს არ ცვლის. დეპუტატები, ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყანას ევროპის გზაზე პრობლემებს არ შეუქმნის. "ოცნების" დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ევროპარლამენტარებს და თქვეს, რომ ევროპელი დეპუტატები ოპოზიციას ჰყავს მოსყიდული და სწორედ ამიტომ აკეთებენ ისინი მწვავე განცხადებებს რუსულ კანონთან დაკავშირებით.

tvpirveli.ge

პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა

3 მაისი, 2024 , 11:02

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენ

რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ჰყოფნის და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ჩვენი ევროპული პერსპექტივა - `გირჩი მეტი თავისუფლება` და `დროა`

3 მაისი, 2024 , 10:57

ოცნების დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან - ასე ეხმაურებიან პარტიები "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" გუშინ, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქ

პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას - საგარეო უწყება

3 მაისი, 2024 , 10:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, – ამის შესახებ ს

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას - მეთიუ მილერი

3 მაისი, 2024 , 10:29

ღრმად ვართ შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობი

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე - ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი

2 მაისი, 2024 , 18:19

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო კრემლის მსგავს პოზიციას იკავებს, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორ

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ხერტ იან კოოპმანი

2 მაისი, 2024 , 17:36

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი