კომენტარი
ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით - კახა კალაძე
ჩვენთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა საუბარია პატარებსა და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჩუტყვავილას ვირუსით მცირეწლოვნის გარდაცვალების ფაქტის კომენტირებისას.
"რაც შეეხება შემოწმებას, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა, ამან მშობლებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ჩვენ მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, როცა საუბარია პატარებსა და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, თბილისის #56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


