კომენტარი
ჩვენი მოთხოვნა - მთავრობის გადადგომის შესახებ ეტაპობრივად შედის ძალაში - ირმა ინაშვილი
,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი სამთავრობო ცვლილებებს ფეისბუქ-სტატუსით ეხმიანება.
,,სულ რაღაც 2 წლის წინ ძლევამოსილებაში მყოფმა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა არჩევნები გააყალბა. დანაშაული ჩაიდინა. ახლა მინისტრი აღარაა. იმედი მაქვს, სინანულს მაინც გრძნობს. დრონი მეფობენ.
ალექსანდრე ჯეჯელავა (მისსავე განცხადებების გამო) ერთ-ერთ კომიკურ პერონაჟად დარჩება ჩვენი საზოგადოების მეხსიერებაში. ჯეჯელავაზე მხოლოდ ვაშლი და კობლე გაგახსენდებათ. არადა, მთავრობის პიარ- მრჩეველიც იყო. მაგრად ურჩია მთავრობასაც და საკუთარ თავსაც. დასკვნა- ჯობია მხიარულ ლექტორად დარჩე, ვიდრე მხოლოდ წითელ ვაშლებთან ასოცირებულ მინისტრად. ახლა ქართულ დიპლომატიას გაახალისებს და ეგზოტიკური მარგალიტებით შეამკობს. არ დაიკარგება, გარწმუნებთ.
საქართველოს მთავრობა საკუთარი საქმიანობით უკმაყოფილოა. სამაგიეროდ, თურმე, სწორედ ასეთ მთავრობას ჰყავს კმაყოფილი ამომრჩეველი. ჯანმრთელი და ბედნიერი. შემოხაზეთ ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატი ვარლამ კურცხალია, ის მაინც "ოცნების" კანდიდატია. "დემოკრატია" იმარჯვებს!
ჩვენი მოთხოვნა,- მთავრობის გადადგომის შესახებ ეტაპობრივად შედის ძალაში. შემდეგი გაჩერება იქნება კვირიკაშვილი! მოქმედებას, ბრძოლას, პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი და შედეგი“, - წერს ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

