უახლესი ამბები
- 24.01.2021 10:52ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
- 24.01.2021 10:46ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
- 24.01.2021 10:29დღის კალენდარი _ 24 იანვარი
არქივი
კომენტარი


ჩვენი ოჯახი ომს უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას დავამარცხებთ – ნიკა გვარამია(ვიდეო)
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, მიმართვას ავრცელებს:
„ჩვენ, მთელი ოჯახი უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი. აქამდე ეს ძირითადად ვლინდებოდა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ჩანს არანაირი წითელი ხაზები, უკვე ფსიქოპატური ფორმებით მებრძოლო რეჟიმის წინააღმდეგ არ არსებობს და ყველა ლოგიკურად შემაკავებელი წითელი ხაზი გადაკვეთილია.
ჩემი ოჯახი არის განუწყვეტელი თვალთვალის, ზემოქმედების, საშიშროების და საფრთხის წინაშე ამ ხელისუფლების გამო.
იცით რომ ერთ-ერთი საქმე რომელიც ჩემს მიმართ არის წამოწყებული ეხება მანქანას, რომელიც ჩვენი ოჯახის სარგებლობაში იყო ჩვენ ეს არც დაგვიმალავს, სარგებლობდნენ ჩემი მეუღლე და ბავშვები. ცხადაია ამაში დანაშაული არაფერია, რადგან ეს ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა. მაგრამ, პროკურატურამ გადაწყვიტა რომ დაედგინა ეს მანქანა რეალურად არის თუ არა ჩვენი ოჯახის სარგებლობაში. ამავდროულად ეს მანქანა იდგა ჩვენს სადგომზე. ჩვენთვის რომ ეკითხათ მარტივ პასუხს მიიღებდნენ, დავადასტურებდით. ასევე, არსებობს რამდენიმე საჯარიმო ვიდეო კადრის, სოფო როგორ მართავს ავტომანქანას.
მიუხედავად ამისა, გამოტანილი იქნა დადგენილება ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის გამოყენების. თითქოს ცხადია, რომ მანქანას უნდა უთვალთვალონ, მაგრამ არა.
პირობას ვაძლევ ყველას, ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიმღებს, აუცილებლად, გარდაუვლად და მძიმედ დავსჯი.
ჩვენმა ოჯახმა მიიღო ომის გამოცხადება დიდი ხანია და დღეს საბოლოოდ ვაცხადებ, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას, ჩვენ შევდივართ ომში. ჩვენ ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას ამ ომში დავამარცხებთ” – განაცხადა ნიკა გვარამია.

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
23 იანვარი, 2021 , 17:10

სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - ანა დოლიძე
21 იანვარი, 2021 , 17:10

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
20 იანვარი, 2021 , 15:40
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40