უკან
კომენტარი
23 სექტემბერი, 2017 11:30
ჩვენმა მთავრობამ უგულებელყო ვენეციის კომისიის პოზიცია - გიგა ბოკერია
”ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ვენეციის კომისიის პოზიცია მთავრობამ უგულებელყო.
„ჩვენმა მთავრობამ უგულებელყო ვენეციის კომისიის პოზიცია, ქართული პოლიტიკური სპექტრის პოზიცია, სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია და უარს აცხადებს, ქართველ ხალხს ჰკითხოს პლებისციტით სადაო საკითხებზე აზრი,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიამ წინასწარი დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე დამატებით რეკომენდაციას აძლევს.