უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გვქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები - ირაკლი კობახიძე
ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნივერსიტეტი დარჩება თავისი ავტონომიით.
„ერთდაერთი პრინციპი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო დაირღვა, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი. ჩვენთან ისედაც მწირია საკადრო რესურსი, მათ შორის ინფრასტრუქტურული რესურსი, ასეთ პირობებში ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გვქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს ავტონომიას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, დარჩება თუ არა ლექტორების ნაწილი სამსახურის გარეშე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.
„საუაბრია გადანაწილებაზე. მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია რომ შესაკრებთა გადანაცვლები, ჯამი არ იცვლება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26
ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა
4 თებერვალი, 2026 , 16:59


