პოლიტიკა
ჩვენთვის მიუღებელია, კონსტიტუციის ცვლილება მოხდეს პიროვნული დამოკიდებულების გამო - ეკა მიშველაძე
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ შატო მუხრანში გამართულ პარტიულ შეკრებაზე განიხილეს 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების არაპირდაპირი წესით ჩატარების ვარიანტი.
მიშველაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები პიროვნულ სიმპათია-ანტიპათიას არ უნდა ეყრდნობოდეს.
„ჩვენთვის მიუღებელია, კონსტიტუციის ცვლილება მოხდეს კონკრეტული სიმპათიის ან ანტიპათიის, პიროვნული დამოკიდებულების გამო“, - განაცხადა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია განაგრძობს კონსულტაციებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე. მიშველაძის თქმით, მნიშვნელოვანია, კონსტიტუცია მაქსიმალური კონსესუსის საფუძველზე იყოს მირებული.
„ასევე გაცნობებთ, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესთან დაკავშირებით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია განაგრძობენ კონსულტაციებსა და შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის მიღება მოხდეს მაქსიმალური კონსესუსის საფუძველზე, რაც ნებისმიერი კონსტიტუციის - ქვეყნის მთავარი დოკუმენტის უმთავრესი არსია. ამასვე ადასტურებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც.
სწორედ პროცესის ღიაობა და მასში საზოგადოების, პარტიების და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა უზრუნველყოფს კონსესუსს. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს და კონსულტაციის გამართვის შეთავაზება არსებობს მმართველ პარტიასთან მიმართებაშიც", - განაცხადა მიშველაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

