უახლესი ამბები
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ჩვენთვის ნულოვანია, არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს ეს ე.წ აქტი - ირაკლი ზარქუა
ე.წ მავნებლური აქტი დავარქვათ, რადგან მას არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან, ჩვენს ქართულ სახელმწიფოსთან და საქართველოს ინტერესებთან - ეს არის უილსონის ინიცირებული სიგიჟე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათთვის „MEGOBARI აქტი” ნულოვანია და არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს.
„მაგალითად, ჩემ „ხაბეს“ უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს. იმას უფრო გაცილებით მეტი წონა აქვს, ვიდრე უილსონს. ეს არის უილსონის ინიცირებული სიგიჟე. უილსონი ხომ იცით რომელი კონგრესმენია? ხაზარაძეები რომ დაპატიჟა, ძვირი რომ გადაახდევინა ინაუგურაციის ბილეთებში და მერე წვიმაში დააყენა. თაღლითია - კაცი კონგრესმენია და ყიდის დროშებს, ემბლემებს და რაღაცებს, რომ ფული გააკეთოს. ამ ღირებულის და მორალის მქონე კაცია ავტორი ამ ე.წ აქტის, რომელშიც წერია, რომ საქართველომ თურმე ევროპულ ღირებულებებს და კურსს გადაუხვია, იმიტომ რომ ჩინეთთან გააფორმეს ხელშეკრულება და ანაკლიის პორტში შემოიყვანესო. პირადად მე 7-ჯერ და ჩვენს ლიდერებს კიდევ უფრო მეტი ბრიფინგი გვქონდა, რომ იქნებ ამერიკელები დაინტერესებულიყვნენ ანაკლიის პორტით - არც დაინტერესებულან, რომ იქნებ შემოსულიყვნენ და კაპიტალი ჩაედოთ. ჩინეთთან ურთიერთობას ჩვენ გვამადლით და გვსაყვედურობთ? ევროკავშირში არაფერი არ დარჩა - საფრანგეთი თუ ევროპის სხვა ქვეყნები, სადაც არ ეახლნენ და მოკავშირეობის ხელშეკრულება არ დადო ზოგმა სტრატეგიული, ზოგმა მემორანდუმი და ეს ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გამჭვირვალობის კანონი და ჩვენ არა. ჩვენთვის ნულოვანია, არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს ეს ე.წ აქტი. თან ამას მხარი ისეთმა ადამიანებმა დაუჭირეს, ვინც თავის დროზე ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? ტრამპს დამატებითი აქტები არ სჭირდება, რომ ჩვენი რომელიმე ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციროს. ეს არის ჩვეულებრივი უილსონის მიერ შეთითხნილი და გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული გარკვეული დემოკრატების მთელი არმია, 300-მდე კაცი და რესპუბლიკელების ნაწილი, რომელიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა. და ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? - ბუნებრივია, არა. და ბოლოს, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზება მიდის. შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტორს: გახსოვთ, ლუციფერს რომ ჰგავდა თეთრი სახლის სპიკერი [მეთიუ მილერი], დღე არ გავიდოდა რომ ჩვენი ქვეყანა არ გაეშავებინა - სანქცია და რაღაც სიგიჟეებს იძახდა, დამთავრდა ეს, სადმე ჩანს, ვინმე ახსენებს სადმე საქართველოს? ჩასული იყო ჩვენი დელეგაცია დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნულ ბანკთან ერთად, საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ასე რომ ნორმალიზება მიდის ჩვენი პროცესების. იმათი არეულის დალაგება მიდის ახლა. ყველაფერი კარგად იქნება. ეს მავნებლებს აქ უხარიათ - ირბინონ, უილსონები არიან თვითონ, გონჩარენკოები, ამათი ნამოქმედარით გაიხარონ გული, ჩვენ კი საქმეს გავაგრძელებთ”, - განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, ზარქუამ ისაუბრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, რომელიც 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნას გულისხმობს.
ზარქუას თქმით, “სალომე ზურაბიშვილის ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის”.
“ვისაც ჯერ კიდევ, ამ გაფრენილი ქალის სჯერა - ჯერ ქარტია შექმნა და იქ ვიღაცები შევიდნენ, ვიღაცები არა. შემდეგ თქვა, ქარტიამ არ გაამართლაო და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო. ამას ვიღაცები სკეპტიკურად შეხვდნენ. ახლა, თურმე, 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოს. ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის - აღლუმს იბარებს? იქ "ხაბე" არ მივა, მასზე გაბრაზებულია, არ დაეწყობიან. მის ღონისძიებაზე მაქსიმუმ "ჩერგომ" ჩაიშხუილოს და "ბოკუმ"-ბოკუჩავამ. მისი საქმე აღლუმის მიღება-ჩაბარება არ არის და რის ორგანიზებას აკეთებს? კიდევ ერთი გიჟი ჰყავთ, რომელმაც თქვა, სექტემბერში არჩევნებს მობილურებით ჩავატარებთო - დატენეთ, რა. გეუბნებით, ეს იდეა აქვთ. შეიძლება, არჩევნები მობილურებით გაყალბდეს და ფაქსებით ჩაატარონ, რომელსაც შემდეგ ლეგიტიმაციას მივანიჭებთ. ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვილაპარაკოთ, გიჟების დოღია”, - განაცხადა ზარქუამ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12