უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ოქტომბერი, 2016 18:00
font-size

ჩვენთვის უკრაინელებიდან არავის მოუმართავს - ზვიად კვაჭანტირაძე

ვინც ამ თემაზე სპეკულირება მოინდომა, უბრალოდ უსინდისოა, - ასე გამოეხმაურა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენელი, ზვიად კვაჭანტირაძე სოციალური ქსელით იმ ფაქტს, რომ საქართველოს დელეგაციამ უკრაინის კონფლიქტის შესახებ რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

კვაჭანტირაძის განმარტებით, დღეს საქართველოს დელეგაცია უკრაინის დელეგაციის მიერ შემოთავაზებულ წერილობით რეზოლუციებს შეუერთდა.

ქართველი დეპუტატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის წარმომადგენელთან, ნადია სავჩენკოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციების მხარდაჭერის თხოვნით საქართველოს დელეგაციას სწორედ ნადია სავჩენკომ მიმართა.

,,ეს გახლავთ უკრაინელი გმირი ქალი, ყველასათვის კარგად ცნობილი ნადია სავჩენკო. იგი პირად საუბრებშიც ძალიან, ძალიან პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამბობს, თუ პუტინი ისევ ომს დაიწყებს აუცილებლად შტურვალს დავუბრუნდებიო. ძალიან თბილი თანამოსაუბრეა. ვთანხმდებით, რომ წარსულის მახინჯ პრაქტიკაზე უარი უნდა ვთქვათ და ასამბლეაში ერთმანეთს არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე აქტიურად უნდა დავუჭიროთ მხარი.

დღეს უკრაინის დელეგაციის მიერ შემოთავაზებულ წერილობით რეზოლუციებს შევუერთდით. სწორედ ნადია სავჩენკომ მოგვმართა თხოვნით და ჩვენც, რა თქმა უნდა, შევუერთდით’’, - აღნიშნავს კვაჭანტირაძე.

რაც შეეხება, გუშინდელ რეზოლუციას უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, ქართველი დეპუტატის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა და შესაბამისად დარბაზში არ იმყოფებოდა.

,,რაც შეეხება გუშინდელ რეზოლუციას, უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, რაზეც ჭორიკნებმა ერთი ამბავი ატეხეს.

კენჭისყრის დროს ჩვენი დელეგაცია შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა და შესაბამისად დარბაზში არ ვიმყოფებოდით, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტზე კი უკრაინელების ყველა შესწორებას დავუჭირეთ მხარი და გუშინ რეზოლუცია სწორედ ისეთი სახით გავიდა, რასაც მხარი დავუჭირეთ კომიტეტზე. სავჩენკო დამეთანხმა, რომ უკრაინის დელეგაციას მეტი ორგანიზებულობა და აქტიურობა მართებდა კენჭისყრაზე მომხრეთა (მათ შორის ჩვენი) კონსოლიდაციისთვის. დიახ, ეს მიღებული პრაქტიკაა აქაც. ქვეყანა, რომელსაც ინტერესი აქვს საკუთარი რეზოლუცია გაიტანოს ამაზე მუშაობს აქტიურად. ჩვენთვის უკრაინელებიდან არავის მოუმართავს გუშინ არ გამოგვრჩენოდა კენჭისყრა დატვირთული დღის წესრიგის გამო. როგორც გითხარით არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, მაგრამ ზემოხსენებულ კომიტეტზე მაინც აქტიურად დავუჭირეთ უკრაინელებს მხარი ყველანაირი თხოვნის გარეშე. დღეს კი ნადია სავჩენკოს თხოვნასაც ასევე სიამოვნებით გამოვეხმაურეთ და წერილობით რეზოლუციებს მივუერთდით ჩვენი ხელმოწერებით.

ვინც ამ თემაზე სპეკულირება მოინდომა, უბრალიოდ უსინდისოა. იგი ცდილობს ამ თითიდან გამოწოვილი თემით გადაფაროს სტრასბურგში მიღებული უაღრესად პოზიტიური მესიჯები და მოლოცვები წარმატებულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო. ამაზე სხვას ვეღარაფერს გეტყვით. აღარაფერია სათქმელი’’, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

ნინო ექვთიმიშვილი

პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა

3 მაისი, 2024 , 11:02

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენ

რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ჰყოფნის და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ჩვენი ევროპული პერსპექტივა - `გირჩი მეტი თავისუფლება` და `დროა`

3 მაისი, 2024 , 10:57

ოცნების დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან - ასე ეხმაურებიან პარტიები "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" გუშინ, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქ

პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას - საგარეო უწყება

3 მაისი, 2024 , 10:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, – ამის შესახებ ს

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას - მეთიუ მილერი

3 მაისი, 2024 , 10:29

ღრმად ვართ შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობი

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე - ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი

2 მაისი, 2024 , 18:19

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო კრემლის მსგავს პოზიციას იკავებს, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორ

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ხერტ იან კოოპმანი

2 მაისი, 2024 , 17:36

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი