პოლიტიკა
დაახლოებით 20% ჩვენი ტერიტორიის არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივუყვებით - ირაკლი კობახიძე
საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მეზობელი ქვეყანა აფასებს საქართველოს პოზიტიურ როლს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ.
„ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და არსებული კონფლიქტებიც არის რეგიონში სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა აფასებს ჩვენს პოზიტიურ როლს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ ჩვენ გვაქვს სამშვიდობო ხედვა ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით 20% ჩვენი ტერიტორიის არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივუყვებით, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად, ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. ეს ხედვა მუშაობს. ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის ქვეყანა წინ. თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021 წლიდან მოყოლებული 9.4%-ია, რაც არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ ყურადღების კონცენტრირებას. ღრმავდება მშვიდობის ფორმატი მთელს რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 16:08
„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში - თაზო დათუნაშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 15:51
ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 15:45
თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე - შალვა პაპუაშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 13:09
საქართველო აქტიური ხელშემწყობია რეგიონული თანამშრომლობის, რომელიც აშენებს ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს, შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 13:02
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება - გიგა ფარულავა
12 დეკემბერი, 2025 , 12:53


