უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 თებერვალი, 2026 14:32
font-size

„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას მეექვსე სახის კვლევა, ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას ფილტვის კიბოს სკრინინგიც დაემატება, რასაც ასევე მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერია სიმსივნური დაავადებების როგორც სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერია ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში მუდმივად მოსახლეობის გვერდით დგას და სიმსივნური დაავადებების როგორც სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება. ბიუჯეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებას. გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით. ამ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თუნდაც 2026 წლის ბიუჯეტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სახით არის წარმოდგენილი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით ადმინისტრირებას უწევს „დაავადებათა სკრინინგის“, „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის“ და „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამებს, ასევე, „სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში აფინანსებს ონკოპაციენტების სხვადასხვა მოთხოვნას.

„„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სრულად ფინანსდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგი და პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები. პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება. 2025 წელს „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში 150 367 შემთხვევა დაფინანსდა, აქედან დიდი წილი – 142 203 თბილისის მერიის „ეროვნულ სკრინინგ ცენტრზე“ მოდის. უახლოეს მომავალში, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას მეექვსე სახის კვლევა – ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც ასევე სრულად დაფინანსდება. აღნიშნული პროგრამა პირველი მაისიდან ამოქმედდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამაზე საუბრისას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში 2025 წელს 100-მდე შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, დაახლოებით, 7 700 000 ლარი გადაირიცხა.

კალაძის თქმით, თბილისის მერია ერთი პაციენტის დასაფინანსებლად 10-დან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს.

„2025 წელს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები 347 მოქალაქეს დაუფინანსდა. ერთი მოქალაქის მიერ მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მერიის მიერ, მინიმუმ, 24 750 და, მაქსიმუმ, 70 110 ლარი გაიცემა. თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამების მიზანი მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენა–გახანგრძლივება და მათი ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა. პირველ რიგში, მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში იცოდეთ, რომ მუნიციპალიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველანაირად დაგიდგებათ გვერდში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2026 წლის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 46 122 590 ლარია.

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით - საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

5 თებერვალი, 2026 , 18:06

საქართველოს ბანკი მოსწავლეებზე ზრუნვას აგრძელებს. დღეიდან, მოსწავლეებს სპეციალურად მათთვის შექმნილ აპლიკაცია -  sCoolApp-ში განახლებული გოჭი-ყულაბა დახვდებათ. განახლებული ციფრული ყულაბა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია POSTV-ის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს

4 თებერვალი, 2026 , 17:16

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებში - „კურიერი“ და „ქრონიკა“, 3 თებერვალს გასულ სიუჟეტებს კიდევ ერ

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს

4 თებერვალი, 2026 , 16:46

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13 კვებ

სახალხო დამცველი რუსთავის N12 საპატიმროში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს ესაუბრა

4 თებერვალი, 2026 , 16:10

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავის N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულ

საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში - ირაკლი კობახიძე

4 თებერვალი, 2026 , 15:01

საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველო იყო ძალიან იშვიათი

8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი

4 თებერვალი, 2026 , 14:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 5-7 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი