საზოგადოება

დაჭრილი 15 წლის მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
რუსთაველზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობასთან დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს.
ექიმის შეფასებით, ამ დროისთვის ვითარების გაუმჯობესების დინამიკა დადებითია.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში არის დამაკმაყოფილებელი, დადებითი დინამიკით არის, მან აღიდგინა სპონტანური სუნთქვა, მოხსნილია ხელოვნური სუნთქვიდან. ჰერმოდინამიკური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. დინამიკა მკვეთრად დადებითია,“ - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.
მეათე კლასის მოსწავლე საავადმყოფოში გულმკერდის არეში მიყენებული 4 ჭრილობით შოკურ მდგომარეობაში გუშინ შეიყვანეს. მოზარდმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
რატომ გაიმეტეს თანატოლებმა მეათე კლასის მოსწავლე და რა გახდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მდებარე ბაღში სისხლიანი გარჩევის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
არსებული ინფორმციით, ეჭვმიტანილი დაკავებული ჯერ არ არის.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00