უკან

სამართალი

15 ნოემბერი, 2018 13:20
font-size

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, გამოძალვისა და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვასა და გავრცელებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, გამოძალვისა და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვასა და გავრცელებაში ბრალდებული ლ.გ. დამნაშავედ ცნო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, ქ.თბილისში, დაახლოებით 05:30 საათზე, პირადი მოტივით განაწყენებულმა ლ.გ.-მ სახლიდან გამოიხმო ა.ნ. და შატილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხებთან მიიყვანა, სადაც შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, თავისა და კისრის არეში, დანით და სხვა საგნით 33 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ა.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 8-9 თებერვალს, ლ.გ.-მ შემდგომში ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით, მეგობარს ა.ც.-ს, სასურველ პოზაში შიშველი სურათებისა და ვიდეოჩანაწერის გადაღება და მისთვის სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით გადაგზავნა მოსთხოვა. შემდეგ კი ა.ც.-ს ნების საწინააღმდეგოდ, დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი სურათები და ვიდეომასალა, სახელის გატეხვის მიზნით, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით თავის მეგობრებს - დ.ა.-ს და გ.მ.-ს გადაუგზავნა, რითაც ა.ც.-ს რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახა და მის კანონიერ ინტერესებს მნიშვნელოვანი მორალური ზიანი მიაყენა. ასევე, ლ.გ.-მ 2018 წლის 10 თებერვალს ა.ც.-ს შანტაჟის გზით შეზღუდულ ვადებში მნიშვნელოვანი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების საჯაროდ გავრცელებით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ლ.გ. 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მას საბოლოო ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა), 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვა, გავრცელება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა) წარედგინა. 2018 წლის 23 თებერვალს ლ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის მაქსიმალური ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საკვანძო სიტყვები:

30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

1 მაისი, 2024 , 11:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინა

გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი - შსს

1 მაისი, 2024 , 10:18

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, აღნიშნული პირები

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი