უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 იანვარი, 2017 15:40
font-size

დამამცირებელი ტონით მეუბნება, რომ მე ვარ ასოცირებული „ქართულ ოცნებასთან“, უნდა მივბრძანდე სამსახურიდან- საპატრულო პოლიციის თავმჯდომარის მოადგილე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის ვახტანგ დადუნაძის განცხადებით, იგი რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.

როგორც დადუნაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამსახურიდან დათხოვნაში იგი ბრალს გოგა რაზმაძეს, დავით მიქიაშვილსა და ზურაბ რუხაძეს სდებს.

მისი თქმით, ეს ადამიანები, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრები არიან.

როგორც დადუნაძემ განაცხადა, რუხაძისთვის, მიქიაშვილისა და რაზმაძისთვის, მისი, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის სისტემაში მუშაობა მიუღებელია.

„ჩვენს დეპარტამენტში მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედიტაცია იმ თანმშრომლების მიმართ, რომლებიც ასოცირდებიან „ქართულ ოცნებსთან“. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ მოულოდნელად მიბარებს ამა წლის ხუთ იანვარს დეპარტამენტის პირველი პირი - გოგა რაზმაძე და დამამცირებელი ტონით მეუბნება, რომ მე ვარ ასოცირებული „ქართულ ოცნებასთან“, უნდა მივბრძანდე სამსახურიდან და ახალი სამსახურის საძიებლად ვეახლო ბიძინა ივანიშვილს. ამას მოყვა მისი მხრიდან ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ამსახველი წარსული ფოტოსურათების დაყრა მაგიდაზე“,-აღნიშნა დადუნაძემ.

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი პრემიერ- მინისტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდეგნლებს სთხოვს, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ვახტანგ დადუნაძე სამსახურიდან პირველად 2012 წლის ივნისში გათავისუფლდა. მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა „ქართული ოცნებისადმი“ ღია მხარდაჭერა.

მოგვიანებით იგი სამსახურში აღადგინეს.

მონიკა დავალინიძე

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი