უკან
უახლესი ამბები
- 01.05.2024 16:15მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი
- 01.05.2024 15:39ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი
- 01.05.2024 15:27ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი
- 01.05.2024 15:182 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება
არქივი
პოლიტიკა
3 დეკემბერი, 2018 17:00
დამკვირვებლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება აუცილებელია - იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ახალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ბრიუსელში დღევანდელ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგს ჰკითხეს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. ამაზე სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ნატო-ს დამკვირვებლები არ ჰყოლია, თუმცა მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესთან თავისუფალი წვდომა ჰქონდათ.
„ვულოცავ საქართველოს ახალ პრეზიდენტს. არჩევნებზე ჩვენ არ გვყოლია დამკვირვებელი. მიმაჩნია, რომ დამკვირვებლებს ჰქონდათ თავისუფალი წვდომა საარჩევნო პროცესთან და მათ მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება აუცილებელია“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.