უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მაისი, 2020 16:21
font-size

დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ შევქმნით ბედნიერი და რეალიზებული ადამიანების ქვეყანა - მამუკა ხაზარაძე

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტის შენობის წინ გამართა გამოფენა "26 მაისი დამოუკიდებლობის 102 წელი".

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები და წევრები.

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„დღეს 26 მაისია, დღე, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას ზეიმობს.

დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა გამარჯვების ახალი ისტორია უნდა დავწეროთ!

დღეს 2020 წლის 26 მაისია - საქართველოს ისტორიის ახალი ნიშნული, ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპი. დღე, როდესაც უნდა გავაკეთოთ არჩევანი, როდესაც უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გმირი წინაპრების გზა და ავაშენოთ ის ქვეყანა, როგორიც მათ სურდათ, როგორზეც ოცნებობდა თუნდაც მერაბ კოსტავა, რომლის დაბადების დღეცაა.

ჩვენ დღეს უნდა გავუმკლავდეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, გავიმარჯვოთ ხილულ თუ უხილავ მტერზე - ვირუსზე, ეპიდემიაზე, ეკონომიკურ კრიზისზე, სიღარიბეზე, კორუფციაზე, უნიათო ხელისუფლებაზე, გავიმარჯვოთ შიდა და გარე მტერზე - ოკუპაციაზე, სახელმწიფოს მიტაცებაზე, ჩვენი შვილების მომავლის წართმევის მცდელობაზე.

ლელო სწორედ ეს ახალი ძალაა, ლელო ახალი იმედია! ახალი გამარჯვება!

ჩვენ შეგვიძლია, თქვენთან ერთად - დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად დავძლიოთ კრიზისი, შევქმნათ ძლიერი ეკონომიკა, სამართლიანი და ერთიანი სახელმწიფო, ბედნიერი და რეალიზებული ადამიანების ქვეყანა. ჩვენ შეგვიძლია, ერთად გავიმარჯვოთ
საქართველოსთვის.

ყველას გილოცავთ 26 მაისს! ერთად გავიმარჯვებთ!“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი