უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
საზოგადოება


დანაშაულში არაერთი ადამიანია ჩართული – იქნება ეს ბადრაგი, სამედიცინო სამსახური, თუ პენიტენციური სამინისტრო, თავის პიარით და მინისტრით, თუ ის სამსახური, რომელიც ვითომ იძიებდა და უი, ვერაფერი იპოვა, რომ დიახ, ეს სისტემური, ეს სისტემის ჩადენილი დანაშაულია და არა ერთი კონკრეტული პირის - თამო კეშელავა
პატიმარი, რომელიც ციხიდან გაიყვანეს ტრავმებით კლინიკაში, მოკვდა და პენიტენციური ამბობს, ადამიანური უბედურებით პოლიტიკას ქმნიანო, - ამის შესახებ წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში, გარდაცვლილი პატიმრის იოსებ გორგაძის საქმესთან დაკავშირებით.
„ჯერ ერთი ადამიანური უბედურება ასე თავისით არ მოსულა, ხიდან საზამთრო დაეცა თავზე? ნაცემი იყო, ტრავმები ქონდა, დანაშაულია ეგა, და არა უბედური შემთხვევა. ადამიანური უბედურება გამოიწვიეთ თქვენ, პენიტენციურმა, დანაშაულით, თუ გულგრილობით, თუ წამებით, არ ვიცი, რომელიღაც რომ ჩაიდინეთ, ფაქტია.
თუ არ ვიტყვით – ისევ ჩაიდენთ.
როგორ ბედავთ, იმის თქმას, რომ ამაზე უნდა გავჩუმდეთ? მართლა სად დაიზარდეთ ასეთი უგვანოები.
როგორ ბედავთ იმის თქმას, რომ ციხეში, ცემით ადამიანის მოკვლა უბედური შემთხვევაა?
კი, ეს პოლიტიკაა, თქვენ წლებია იმას იძახით, რომ ადრე უფრო ცუდი ხდებოდა ციხეებში და ახლა ჩვენ გვაცადეთ, ჩვენც ცოტა–ცოტა დავაშაოთო, თორემ, მართლა ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ კარგადაა ციხეებში საქმე?
წლების წინ, პენიტენციურმა მომატყუა პატიმრის სიკვდილის დრო, მომატყუა და მითხრა, რომ სასწრაფოს დააგვიანდა 30 წუთზე მეტი და რომ მერე გადარჩენა სცადეს და ვერ გადაარჩინეს.
მაშინ მე გამოვითხოვე სასწრაფოდან ინფო (ცნობისთვის, მათ მანქანებს გადაადგილების, დროის აღმნიშვნელი მოწყობილობა აქვთ) და აღმოჩნდა, რომ სასწრაფოს გამოძახების და მისვლის დრო მომატყუა პენიტენციურმა, ანუ, დაგვიანებით გამოიძახა და სასწრაფო რომ მივიდა, უკვე მკვდარი დახვდა.
ეს ამბავი გაშუქდა, ოღონდ, ჩემი კოლეგების უმრავლესობას მაშინ ხმა არ გაუღია, რადგან ისინი ჯერ კიდევ იმ ხიბლში იყვნენ, რომ აი, ციხეებში ადრე ძაან კლავდნენ და ახლა ისე რა კლავენ.
და სულ მესმოდა, რომ აი, იმას კი ჯობია.
ხოდა, ესეც ახლა ის მკვლელობაა, უკეთესი, ქოცებო.
დღეს, პენიტენციური ბედავს და ამბობს, რომ ჩხუბის, ცემის ფაქტი არ დასტურდებაო.
ეს პირი, იყო მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ადამიანს ამდენი ტრავმა ჰქონდა, დალეწილი იყო და ციხიდან არა, პატიმრებიდან გაიგო ოჯახმა.
როგორც კი მდგომარეობა დამძიმდა – გადავიყვანეთო – რამ დაამძიმა მდგომარეობა, ახლაც არ ამბობს.
ნაცემია და ნაცემი არააო, ამბობს.
ერთადერთი რაც ადარდებს პენიტენციურს, რომელსაც ახლა გაახსენდა, რომ დალეწილ კაცს ოჯახი ჰყავს, ისაა, რომ გავჩუმდეთ, არ ვთქვათ, ხმა არ გავიღოთ და გააგრძელოს ისევ, ნელა–ნელა, ცოტა–ცოტა მოკვლა.
კი, კვებაზეც კოშმარი ხდება ციხეებში.
დიახ, მედიკამენტებზეც. ამაზე ქოცი ადვოკატებიც კი წერდნენ და წერენ.
სასმელი წყალი ზოგან სრულად უვარგისია.
სამედიცინო მომსახურება რომ უვარგისია, აგერ, პენიტენციურის განცხადებიდანაც ჩანს. ტრავმებიანი ადამიანი ისე გაწერა კლინიკაში, ტრავმებიც არ აღუწერია, განა სამედიცინო ენით, აი, დალურჯება, რაც ჩანდა, ან დასიება ისიც არაა მათ დოკუმენტში.
ხოდა, ჯერ ერთი წაქცევით ასე არავინ ილეწება და მეორეც, თუ რამდენჯერაც ადგა, იმდენჯერ წააქციეთ, მაშინ, თქვენს ფორმა100–ში ეგ რატომ არ დაწერეთ? თუ ნორმალური იყო და არ იყო დანაშაული, რატომ გამოტოვეთ?
გამომდინარე იქედან, რომ ამ დანაშაულში არაერთი ადამიანია ჩართული – იქნება ეს ბადრაგი, სამედიცინო სამსახური, თუ პენიტენციური სამინისტრო, თავის პიარით და მინისტრით, თუ ის სამსახური, რომელიც ვითომ იძიებდა და უი, ვერაფერი იპოვა, რომ დიახ, ეს სისტემური, ეს სისტემის ჩადენილი დანაშაულია და არა ერთი კონკრეტული პირის.
დაზიანებები, ამ დაზიანებების დამალვის მცდელობა, გაყალბებული სამედიცინო დოკუმენტი, გამოუძიებლობა, ოჯახისთვის მყისიერად არშეტყობინება, დღესაც, სხვისთვის გადაბრალების მცდელობა და დღესაც, დანაშაულის არაღიარების, შესაბამისად, არგამოძიების დაანონსება – არის სისტემის ჩადენილი დანაშაული და რაკი სისტემის ჩადენილია, კი, პოლიტიკაა ეს, აბა, რა ჯანდაბაა, ქოცო მინისტრო?“ - წერს თამო კეშელავა.
ცნობისთვის - იოსებ გორგაძე კლინიკა „ვივამედში“ გუშინ, 4 მაისს, საღამოს საათებში გარდაიცვალა. ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ ციხეში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების 3,5-თვიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია
3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება
3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო
2 ოქტომბერი, 2025 , 16:42