უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 ივლისი, 2017 14:15
font-size

დარწმუნებული ვიყავი ოთო აბესაძეზე, რომ ის რაღაცას მაიმუნობდა - ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, იგი დარწმუნებული იყო, რომ თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე „რაღაცას მაიმუნობდა“.

ამის შესახებ ელისაშვილმა ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული აბესაძის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მერობის კანდიდატი განმარტავს, რომ აბესაძე არა უბრალო თანამშრომელი იყო, არამედ იგი მოქმედი მერის დავით ნარმანიას მეგობარი და საკრებულოში მისი პირადი წარმომადგენელია.

„ოთო აბესაძე იყო არა რიგითი თანამშრომელი მერიის, არამედ თბილისის მერის პირადი წარმომადგენელი საკრებულოში, შესაბამისად იყო მაღალჩინოსანი. ამასთან ერთად, ის დავით ნარმანიას პირადი მეგობარია, და აღმოჩნდა, რომ ასეთი ადამიანი იყო ჩართული კორუფციაში. ყოველთვის ვამბობდი, რომ მერიის სტრუქტურები არის გახრწნილი კორუფციით. გადაყწვეტილებას ვინც იღებს, მათი უმეტესობა, არიან მექრთამეობაში ჩართულები. მე ოპერატიული მუშაკი არ ვარ, რომ ფაქტზე დამეჭირა სხვები, თორემ დარწმუნებული ვიყავი ოთო აბესაძეზე, რომ ის რაღაცას მაიმუნობდა. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა, თუნდაც ოთო აბესაძის, მაგრამ ყველა არის ამაში ჩართული. ეს არის ფაქტი და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება. რამდენი ადამიანი უნდა დაიჭირონ?! ამას გავიძახი სულ, რომ „ქართული ოცნება“ არის გახრწნილი თავიდან ბოლომდე კორუფციით“,-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ოთარ აბესაძე მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის, საქართველოს მოქალაქეებს საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიება, სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მონიკა დავლიანიძე

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი