უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 დეკემბერი, 2017 15:20
font-size

დაცვის მხარემ 12 დღის განმავლობაში მხოლოდ 3 საათი იმუშავა - პროკურორი მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებას აპირებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 იანვრისთვის გადადო სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა, რომელშიც ბრალდების მხარე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ედავება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

პროცესის გადატანა მოხდა სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის შუამდგომლობით. მან განმარტა, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო.

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი განხილვის გადატანით უკმაყოფილო აღმოჩნდა. მან გოგლიჩიძე სიცრუეში დაადანაშაულა.

„როგორც წინა, ასევე დღევანდელ პროცესზე დავადასტურეთ, რომ ადვოკატმა იცრუა, რომ საქმის მასალების გაცნობა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შეძლო. ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტები და დადასტურდა, რომ დაცვის მხარემ ამ 12 დღის მანძილზე, რა ვადაც მიეცა დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად, იმუშავა სულ სამი საათი. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, არგუმენტი, რომ ვერ ასწრებს ამ საქმის გაცნობას, სხვა საქმეებში მონაწილეობის გამო, არის სიცრუე“, - თქვა პროკურორმა ჟურნალისტებთან.

მან აღნიშნა, რომ თუ გოგლიჩიძე ისევ გამოვა ამ შუამდგომლობით და ვერ მოასწრებს მასალების მომზადებას, ის სახაზინო ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

„თუ ადვოკატი 3 იანვარს ჩანიშნულ სხდომაზე ისევ სხვა არარეალურ მიზეზს მოიგონებს და ანალოგიურ შუამდგომლობას დააყენებს, მე პირადად მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, აღნიშნული ადვოკატის საკითხზე მსჯელობის მიზნით, რათა დაადგინონ დისციპლინური პასუხისმგებლობა", - თქვა ნადარეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე სახაზინო ადვოკატი 14 დეკემბერს დაუნიშნეს მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა.

ანა მებურიშვილი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18 სექტემბერი, 2025 , 20:10

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბი

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა

18 სექტემბერი, 2025 , 15:09

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამ

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

18 სექტემბერი, 2025 , 13:53

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გ