უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ივნისი, 2018 13:02
font-size

დაუშვებელია თვითრეგულირების თვითცენზურასა, თუ პირდაპირ ცენზურაში გადაზრდა - ,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“

,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ ,,პირველი არხის“ მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო ფილმის ეთერში გაშვების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მიუღებელ და საფრთხისშემცველ პრეცედენტად აფასებს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ ,,გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლისთვის წარმოებულ პროცედურებს.

,,პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ თემაზე გავრცელებული განცხადების თანამხად, ფილმის ეთერში გასვლამდე მენეჯმენტმა ,, აღნიშნული ფილმი გადააგზავნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შექმნილ საპარლამენტო დროებით კომისიაში ერთი შეკითხვით, ხომ არ შეუშლიდა ხელს ამ ფილმის გაშვება გამოძიების პროცესს?! „

,,ფილმი ასევე გადაეგზავნა სახალხო დამცველს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას“ .

ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,შესაბამისი სამსახური“ მოკლებულია უნარს დამოუკიდებლად, როგორც კანონი კარნახობს - პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფების ჩარევის გარეშე, მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილება, აჩვენებს მენეჯმენტის არაკომპეტენტურობას, შიდაწარმოების სტანდარტებისა და პროცედურების მოშლილობას, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტთა, მით უფრო გამომძიებელ ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლების უფლებას საზოგადოებრივ მაუწყებლში.

კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეთიკურ დილემებზე მსჯელობა არის თვითრეგულირების ნაწილი და დაუშვებელია თვითრეგულირების თვითცენზურასა, თუ პირდაპირ ცენზურაში გადაზრდა.

გამაოგენებლია აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ ამბობს, რომ ,,მაუწყებლის შესაბამისი სამსახურის აზრით, ფილმი არ აკმაყოფილებს ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსს”, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბჭომ ფილმის ეთერში გაშვება საპარლამენტო კომისიის მითითებითა და ნებართვით გადაწყვიტა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გამოთქვამს წუხილს, რომ პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკოსებმა რომლებსაც მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან წინასწარი რევიზიისთვის მიეწოდათ საგამოძიებო მედიაპროდუქტი, უნებურად შეუწყვეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის საშიში პრეცედენტის ლეგიტიმაციას.

კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებირვი მაუწყებლის მენეჯმენტს შექმნას ეფექტური მექანიზმები საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტის დამოუკიდებელი წარმოებისთვის, იმგვარად რომ უზრუნველყოფილი იყოს, როგორც ეთიკური პრინციპების, ისე საკანონმდებლო ვალდებულებების და საკონსტიტუციო ნორმების დაცულობა, უზრუნველყოფილ იყოს ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

26 სექტემბერი, 2025 , 17:52

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო საბანკო მომსახურების მიმწოდებლა

საქართველოს ბანკი, DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს

26 სექტემბერი, 2025 , 17:45

საქართველოს ბანკი, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა, ქართულ-დანიურ კომპანია DANGE

მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა - გიორგი ჩიკვაიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:47

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებუ

გალტ & თაგარტი თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს – საპრიზო ფონდია $20,000

26 სექტემბერი, 2025 , 12:38

Galt & Taggart საფონდო ბირჟებზე ვაჭრობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალ პროექტს, თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს. ჩემპიონატი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟაზე საკუთარი ცოდნა და სტრატეგიები გამოსცადო

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება

26 სექტემბერი, 2025 , 11:29

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა, ამჯერად თელავში განხორციელდება. პროგრამა 5-7 ოქტომბერს სასტუმრო ესკიზში მეწარმეთა ახალ ნაკადს უმა

საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

25 სექტემბერი, 2025 , 18:49

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას, რაც მათ დაცვასა და აღდგენას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, ს