უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ივლისი, 2021 15:39
font-size

დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა სემეკის 2020 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

დავით ნარმანიამ ისაუბრა 2020 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ მდგომარეობასა და სემეკის სამართლებრივ რეაგირებებზე.

სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებულ რეგულაციებზე, მომსახურებების უმოკლეს დროში ადაპტირების მნიშვნელობასა და ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით სემეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციასა და სატარიფო პოლიტიკაზე.

„2020 წლის განმავლობაში კომუნალური მომსახურებების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ თითოეული მოქალაქის საჩივარს ნებისმიერი კომუნალური კომპანიის მიმართ და თითოეულ მათგანზე გვაქვს შესაბამისი რეაგირება. მათ შორის, 2020 წლის განმავლობაში მოქალაქეებს მილიონ ლარზე მეტი უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოვაწერეთ, დაგვიანებით შესრულებულ და შეუსრულებელ სერვისებზე კომპანიებს დავაკისრეთ აბონენტებისთვის კომპენსაციების გადახდა, ავამოქმედეთ ელექტრონული მომსახურებები და ა.შ. სისტემატურად ვნერგავთ თანამედროვე სტანდარტებს მომსახურებებში. ჩვენ შევძელით, რომ 2020 წელს გვეპასუხა ყველა გამოწვევისთვის და კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, არ შეგვეფერხებინა საქმიანობა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მიმართულებით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში ვრცლად განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე.

ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი