უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 15:15
font-size

დავით ოქიტაშვილმა გაერთიანებული პროფკავშირების არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

როგორც ოქიტაშვილმა „ქრონიკას“ აუხსნა, ამით ის ცდილობს დაუმტკიცოს გაერთიანებული პროფკავშირების მოქმედ ხელმძღვანელ ირაკლი პეტრიაშვილს, რომ ის ხელისუფლების მართული კანდიდატი არაა.

„პეტრიაშვილი გაიძახის, რომ მთავრობა ერევა პროფკავშირების საქმიანობაში, რომ მთავრობის ინტერესებშია პროფკავშირების დანგრევა, და ამის მიზეზი ვარ თურმე მე. ერთადერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მე პეტრიაშვილს დავუმტკიცე, რომ მე არ ვარ მთავრობის კანდიდატი, და ამიტომ მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. ახლა მაინტერესებს, ვინ დაანგრევს პროფკავშირს“, -განაცხადა ოქიტაშვილმა.

მან არჩევნებს „კლოუნადა“ უწოდა და განაცხადა, რომ კენჭისყრაზე ირაკლი პეტრიაშვილის გამარჯვება უკვე გადაწყვეტილია.

ოქიტაშვილის ინფორმაციით, ის ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან მიმდინარეობს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნები. გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოვლინდება, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ოქიტაშვილის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელობისთვის იბრძოლებენ გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი