უახლესი ამბები
- 08.03.2021 19:11კახა კალაძე ფარულ ჩანაწერზე: მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ
- 08.03.2021 18:08მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
- 08.03.2021 17:36ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
- 08.03.2021 16:55მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
- 08.03.2021 16:25„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
- 08.03.2021 16:25ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია - მამუკა მდინარაძე
- 08.03.2021 15:35„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე
- 08.03.2021 15:05„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა
- 08.03.2021 15:05მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
- 08.03.2021 15:05საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
არქივი
საზოგადოება


დავით სერგეენკომ განმარტა, თუ რა ტიპის დახმარებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი პირები დასაქმების შემთხვევაში
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, 2019 წლის 1 იანვრიდან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი დასაქმების შემთხვევაში, პირველი ერთი წლის განმავლობაში როგორც ფულადი, ისე არამონეტარული დახმარებით, მაგალითად, ჯანდაცვის პაკეტით ისარგებლებს, მეორე წელს კი მხოლოდ არამონეტარული დახმარება შეუნარჩუნდება.
როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის „განლევადი სოციალური დახმარების“ მოდელი, რომელიც პირს საშუალებას აძლევს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეს და სოციალურად აქტიური გახდეს.
„მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა ყველა ქვეყნისთვის ერთგვარი გამოწვევაა. ჩვენ ბევრი ქვეყნის პროექტის ანალიზი გვაქვს გაკეთებული. ერთ-ერთი მეთოდი იმისთვის, რომ ამ პროგრამაში დასაქმების დემოტივაცია შეამცირო, მომხმარებელი სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული არ გახადო და არ შეამცირო მოტივაცია, რომ თავისი შრომით შეინახოს ოჯახი, არის ასეთი მცნება, რომელსაც ქართულად შეიძლება, „განლევადი სოციალური დახმარება“ მიუსადაგო. ახლა მოქმედებს შეწყვეტადი სოციალური დახმარება, რომლის მიხედვითაც, თუ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ ხდება, ის მაშინვე წყდება.
განლევადი სოციალური დახმარება კი გულისხმობს იმას, რომ თუ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ მოხდება, ის ნელ-ნელა შეწყდება. არსებული მოდელით, თუკი პირი მუშაობას დაიწყებს და შემოსავალი გაუჩნდება, დახმარება შეუწყდება, 2019 წლის პირველი იანვრიდან კი პირს ორივე სარგებელი ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება: მონეტარული ანუ ფულადი სოციალური დახმარება იმ სახით, რა სახითაც არის და არამონეტარული, მაგალითად, ჯანდაცვის პაკეტი, რომლითაც სოციალურად დაუცველები ახლა სარგებლობენ. ერთი წლის შემდეგ შეწყდება ფულადი დახმარება, თუმცა კიდევ ერთი წლის განმავლობაში არამონეტარული დახმარება გაგრძელდება და პირს მიეცემა საშუალება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულებიდან გამოვიდეს და სოციალურად აქტიური გახდეს”, - განაცხადა სერგეენკომ.
კითხვაზე, რატომ დადგა ახალი მოდელის 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების საჭიროება, დავით სერგეენკომ უპასუხა, რომ ეს საკითხი აქამდეც იდგა, თუმცა მკაფიო ხედვა იყო ჩამოსაყალიბებელი.
„ამის საჭიროება ყოველთვის იდგა. ჩამოსაყალიბებელი იყო მკაფიო ხედვა, თუ ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ამის გაკეთება დავიწყეთ 2015 წლის მაისში, როდესაც სოციალური დახმარება ბავშვთა კეთილდღეობაზე აქცენტირებული გახდა. 2016 წლის მეორე ნახევარში მეორე ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, სავალდებულო გახდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებები დარეგისტრირებულიყვნენ სამუშაოს მაძიებელთა პროგრამა Worknet-ში. თუ ისინი ამას არ გააკეთებდნენ, სოციალური დახმარება უწყდებოდათ. ამის შემდეგ, დრო დასჭირდა გათვლებს, თუ ის როგორი განლევადობით უნდა გაკეთებულიყო. ამ გათვლებზე მივედით და მისი რეალიზაცია იანვარში დაიწყება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
საკვანძო სიტყვები:
მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
8 მარტი, 2021 , 18:08
„მომისმინე“ - თბილისსა და 10 სხვა ქალაქში 1000 მშობლის მარში იმართება
8 მარტი, 2021 , 17:45

`გამოდი ღირსებისთვის` - ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
8 მარტი, 2021 , 17:06
მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
8 მარტი, 2021 , 16:55

ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით, ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე - გია ხუხაშვილი
8 მარტი, 2021 , 14:15

საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა - საია
8 მარტი, 2021 , 13:00