უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ოქტომბერი, 2016 17:20
font-size

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ, დაადასტურა.

უსუფაშვილმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად პარტიის მომავალ საქმიანობაზე მისი გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული შეხედულებები დაასახელა. უსუფაშვილის თქმით, ის გააგრძელებს ოპოზიციურ საქმიანობას.

,,ინფორმაციამ, რომელიც ორშაბათს უნდა გამხდარიყო ცნობილი, დღეს გაჟონა და ამისთვის მე განსაკუთრებით ვწუხვარ, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრები, ეროვნული კომიტეტის წევრები მედიის საშუალებით შეიტყობენ ამ ამბავს. არადა, პარტიის თავმჯდოამრესთან ერთად ჩვენ ცოტა სხვა პროცესი გვქონდა დაგეგმილი.

დიახ, მე ვადასტურებ, რომ მივიღე ადამიანურად ძალიან მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ. მე ვაგრძელებ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციურ ველზე, მაგრამ ეს უკვე იქნება ცოტა სხვა ტიპის საქმიანობა და არა რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად საქმიანობა.

ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ პარტიის მომავალი საქმიანობის შესახებ პარტიის თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებს, სხვა ლიდერებს აღმოაჩნდათ ისეთი პოლიტიკური, ღირებულებითი, ტაქტიკური ხედვები, რომლებიც ჩემთვის არის მიუღებელი, მაგრამ ამასობაში, მე მათ რეალიზებას პარტიაში არ და ვერ შევეწინააღმდეგები~, _ განაცხადა უსუფაშვილმა ბრიფინგზე.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ