უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 სექტემბერი, 2017 16:55
font-size

დაზიანებული ავტომობილი, გადახდილი სახურავები და ათეულობით გამოძახება - ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა.

როგორც მედიანიუსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის ათეულობით გამოძახება დაფიქსირდა.

,,ძლიერი ქარის შედეგად შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან არის უამრავი, ათეულობით გამოძახება დაფიქსირებული. თითოეულ მათგანზე ხდება დროული რეაგირება და ადეკვატურ დახმარებას ვუწევთ.

გამოძახებები არის სხვადასხვა ტიპის; ხეების ტოტების მოტეხვასთან დაკავშირებული, სახურავის გადახდასთან დაკავშირებითაც იყო გამოძახებები, მაგრამ სერიოზული შემთხვევები, მაგალითად ისე, რომ სახლი ან კორპუსი დარჩენილიყო უსახურავოდ, ასეთი არ ყოფილა. უმნიშვნელო შემთხვევებია. დაფიქსირდა ხის მანქანაზე დაცემის ერთი შემთხვევაც“, - განუცხადეს მედიანიუსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

პაატა შამუგიამ, რომელსაც ძლიერმა ქარმა ავტომანქანა დაუზიანა ფაქტის ამსხაველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარია. სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალისთვის ელიან.

ნინო ექვთიმიშვილი


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი