არქივი
კომენტარი
დედოლარიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ეროვნულ ბანკს შორის მუშაობა გრძელდება
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, დედოლარიზაციის პროცესში კარგი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს მხარეებს შორის.
როგორც მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ეროვნულ ბანკს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ მიმართულებით უკვე პროგრესი არსებობს.
„ეს კანონი ზოგადად ქმნის მექანიზმს, პირველ რიგში ეროვნული ბანკისთვის, რათა უფრო ეფექტიანად არეგულიროს ეს ბაზარი. თუმცა, მუშაობა ეროვნულ ბანკთან გრძელდება, საუბარი არის ტექნიკური ხასიათის დეტალების დაზუსტებაზე. მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩვენ უკვე გვაქვს პროგრესი ამ მიმართულებით და უკვე გარკვეული პირველი ნაბიჯები გადაიდგა კიდეც ამ თანამშრომლობის კუთხით,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

