უკან

კომენტარი

18 თებერვალი, 2017 12:05
font-size

დეკანოზის მხრიდან ჩვენების მიცემა დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - ადვოკატი

ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულეს მისმა ადვოკატებმა.

როგორც ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზის მდგომარეობა სტაბილურია და იგეგმება საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარება.

,,მინდა დავამშვიდო ყველა, რომ არ არის მამა გიორგის მდგომარეობა მძიმე. მე პირადად ვესაუბრე. მისი მდგომარეობა ნორმალურია. ვესაუბრე ექიმს. გადმოყვანის მიზეზი არის ის, რომ 4 დღის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო კარგი, ამას ვაცხადებდი კიდეც. დღეს გადაწყვიტეს რომ მას ჩატარებოდა საფუძვლიანი გამოკვლევა, ჩაუტარდა იმ დოზით, რომ ამაღამ საფრთხე ხომ არ ემუქრებოდა, ხვალიდან საფუძვლიანად ჩაუტარდება. ექიმების თმით, სჭირდება გამოკვლევები, მაგრამ არ არის კრიტიკული მდგომარეობა. მან დამაბარა, რომ გადავცე ყველას, ოჯახს, რომ არ ინერვიულონ და დარწმუნებულია, რომ მალე გამოჯანმრთელდება. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოჯანმრთელების შემდეგ მოხდება გადაყვანა, როცა ექიმები მიიჩნევენ ამას. იმედია დიდი ხანი არ დასჭირდება აქ ყოფნა, ისე როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“ - განაცხადა ფანცულაიამ.

მისივე თქმით, დეკანოზის მხრიდან ჩვენების მიცემა, დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

,,ის ფლობს ინფორმაციას პატრიარქის განცხადებაზე და ბედნიერია, რომ პატრიარქმა ზუსტად ისე შეაფასა, როგორც იყო. რაც შეეხება მის ჩვენებას, ჩვენებას როდის მიცემს დამოკიდებულია იმაზე, როდის გამოჯანმრთელდება მისი მდგომარეობა. რაც შეეხება პროკურატურის დამოკიდებულებას, მოგვეხსენება თუ არა ჩვენ ვალდებულება, ამაზე პასუხი არ არის“ - განაცხადა ადვოკატმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი

18 ნოემბერი, 2025 , 15:42

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დ

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 13:58

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელოს

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად