უკან
საზოგადოება
3 აგვისტო, 2020 17:40
დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, სადაც ბავშვს დენმა სადენებთან შეხების შედეგად დაარტყა.