უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 სექტემბერი, 2017 16:25
font-size

დღემდე არ ვიცოდით ემირ კუსტურიცას ცხინვალში ვიზიტის შესახებ - სერბი რეჟისორის კონცერტი გადაიდო

თბილისის სპორტის სასახლეში 8 დეკემბერს დაგეგმილი ემირ კუსტურიცასა და მისი ჯგუფის The No Smoking Orchestra-ის კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორმა ლელა ასლანიკაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „არტ მედია გრუპისთვის“ კონცერტის გამოცხადებამდე არ იყო ცნობილი, რომ სერბი რეჟისორი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 2009 წელს იყო ჩასული, რაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევაა. ასლანიკაშვილის განმარტებით, სიტუაციის დაზუსტებამდე კონცერტი არ ჩატარდება.

„სამწუხაროდ, უკანასკნელ დღეებამდე ჩვენთვის ცნობილი არ იყო 2009 წელს მისი ცხინვალში ვიზიტის შესახებ. უდავოა, რომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე საქართველოში მისი ჩამოსვლა გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტებას მოითხოვს. შესაბამისად, „არტ მედი გრუპი“ იწყებს ამ საკითხებზე კონსულტაციებს და გაყიდვებიდან ხსნის კონცერტს სიტუაციის გარკვევამდე“, -თქვა ასლანიკაშვილმა.

„არტ მედია გრუპის“ წარმომადგენელმა ასევე ჟურნალისტებს გააცნო სერბი რეჟისორის პირადი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით.

„ის, როგორც მსოფლიოს მოქალაქე, როგორც ადამიანი, რომელიც სერბეთის ომმა ლტოლვილად აქცია, ყველანაირი ომის წინააღმდეგია. სხვადასხვა ქვეყნის კონფლიქტურ ზონებში ჩასვლა მისი ცხოვრების ყოველდღიურობაა. კუსტურიცა ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი არცერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, რომ იგი აკრიტიკებდა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და არავითარ შემთხვევაში საქართველოსა და ქართველ ხალხს. რეჟისორის თქმით, ის იცნობს ჩვენს ისტორიასა და კულტურას და მისთვის ძალიან საინტერესოა საქართველოში სტუმრობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ვიზიტი ქართული სახელმწიფოსთვის იქნება მისაღები, საქართველოს მოსახლეობისკან კი - მხარდაჭერილი“, -წაიკითხა ასლანიკაშვილმა.

ანა მებურიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი