უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივლისი, 2017 13:55
font-size

დღეს აღმაშენებლის გამზირზე ე.წ. „ქართველთა მარშის“ კონტრაქცია - „ქალთა სოლიდარობის მარში“ გაიმართება

დღეს 19 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. აქცია ეწინააღმდეგება წინა კვირას ჩატარებულ ე.წ. „ქართველთა მარშს“.

„ქალთა მზერის“ წევრის, გვანცა ხონელიძის განცხადებით, ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები ბოროტად სარგებლობენ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ვითარებით ფაშისტური იდეების გასავრცელებლად.

„მარშზე დაკვირვებით, ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ამ მარშის ორგანიზატორები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს ბოროტად იყენებენ, რათა ტირაჟერება მოახდინონ თავიანთი ღია ფაშისტური და ძალადობრივი იდეებისა და ნარატივების. ჩვენი მიზანია, რომ ხალხს მივმართოთ, რომ პრობლემა არის სხვაგან, ეს ორგანიზატორები სახავენ მტრებს, მათ შორის ქალების სახით, ასევე ყალბ მტრებს უცხოელების სახით. ასევე არის შიშები და სიმპტომები იმის, რომ ღიად ფაშისტური ჯგუფები მომძლავრდებიან პოლიტიკაში“, - განაცხადა აქტივისტმა.

„ქალთა სოლიდარობის მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის ბაია პატარაიას თქმით, მსვლელობა ქალების მიმართ ძალადობას უპირისპირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ქალების მიმართ, რომლებიც განიცდიან ძალადობას, იქნება ეს სექსუალური შევიწროება, იქნება ეს გაუპატიურება თუ მკვლელობა, უნდა დასრულდეს ძალადობა და ჩაგვრა ყველა ადამიანის მიმართ. ესაა სოლიდარობის მარში და აბსოლუტურად ყველას შეუძლია მოვიდეს და შემოგვიერთდეს “, - განაცხადა პატარაიამ.

როგორც მსვლელობის ფეისბუკგვერდზე წერია, „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების „ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები მალევე გადაიზარდა კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში“.

„ქალთა სოლიდარობის მარშის“ ორგანიზატორები გამოვლენ შემდეგი მოწოდებებით:

დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.

იყოს მიღებული კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები გაემიჯნონ ძალადობასა და ფაშიზმს.

მედიამ შეწყვიტოს სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ მიიწვიოს გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით.

მსვლელობის გამართვის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა 16 ივლისს ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორის ბექა ვარდოსანიძის პოსტის ქვეშ თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარა. მიუხედავად იმისა, რომ პოსტი წაიშალა, კომენტარების სქრინი ფეისბუკის მომხმარებლებმა შეინახეს.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი