უკან
უახლესი ამბები
- 08.05.2024 18:16არ შეიძლება `ქართული ოცნება` იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია, შეურაცხყოფაა - გია ვოლსკი
- 08.05.2024 16:44ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ - იაგო ხვიჩია
- 08.05.2024 16:34ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ - მირიამ ლექსმანი
- 08.05.2024 14:59არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება
არქივი
სამართალი
30 ნოემბერი, 2017 11:00
დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის განხილვა იწყება
დღეს აზერბაიჯანის ქალაქ ბელაქანში ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ჟურნალისტის ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილს იმედი არ აქვს, რომ საქმე მუხთარლის სასიკეთოდ დასრულდება. მუხთარლის სამი მუხლით აქვს წაყენებული ბრალი.
„იწყება აფგან მუხთარლის საქმის გამოგონებული ბრალდებებით სასამართლოსი განხილვა. დიდი ალბათობით ის დასრულდება გამამტყუნებელი განაჩენითა და საპატიმრო სასჯელით. აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, მის მიმართ ბრალდება წაყენებულია საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, თანხის კონტრაბანდისთვის და მესაზღვრეებთან წინააღმდეგობისთვის. ეს სამივე ბრალდება არის გამოგონილი“, - თქვა ჩოფიკაშვილმა.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 10-წლიანი სასჯელი ემუქრება.
ანა მებურიშვილი