პოლიტიკა


დღეს „გირჩი“ თვითმმართველობის არჩევნებში დასარეგისტრირებლად ცესკოს 28 050 ხელმოწერას წარუდგენს
დღეს, 16 საათზე პარტია „გირჩი“ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 28 050 ხელმოწერას წარუდგენს. ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად პარტიამ არანაკლებ 25 000 ხელმოწერა უნდა წარადგინოს. მათი შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი, გავა თუ არა „გირჩი“ თვითმმართველობის არჩევნებზე.
„დღეს 16:00 საათზე „გირჩი“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიას ყველა ფორმალური წესის დაცვით შედგენილ 28 050 ხელმოწერას წარუდგენს.
საქართველოს ორგანული კანონის, საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიას არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ევალება, ცესკოსთვის ქაღალდზე ხელით დაწერილი მინიმუმ 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარდგენა.
რეგისტრაციაზე უარი შეიძლება გვითხრან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო წარდგენილ დოკუმენტბში მინიმუმ 3051 შესაძლო შეცდომას აღმოაჩენს.
ცესკოს ხელმოწერების სიაში რაიმე ხარვეზების აღმოსაჩენად აქვს 2 სამუშაო დღე. 2 სამუშაო დღე არის 16 სამუშაო საათი ანუ 960 სამუშო წუთი, ანუ საჭიროა წუთში საშუალოდ 3,17 შეცდომის პოვნა ( რაც არ არის, როგორ უნდა იპოვო ? ).
ჩვენ მიერ, ფორმის ყველა წესის სრული დაცვით წარდგენილ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებში, შესაძლო ხარვეზის პოვნის ყველაზე იოლი გზა შეიძლება იყოს თითოეული ხელმომწერის მონაცემის პირადი ნომრის ხელით გადამოწმება ბაზაში და იმის დადგენა, რომ კონკრეტული პიროვნება ცოცხალია.
თითეული ხელმოწერის სხვა უფრო „სიღრმისეული“ გადამოწმება, საჭიროებს სამართლებრივად გაცილებით რთულ, დროში გაწერილ გაცილებით მასშტაბური სამუშაოს გაწევას.
თუ ცესკომ, ბაზების ხელით გადამოწმებით ვერ იპოვა წუთში 3 შეცდომა (ისეთი, რომელიც არ არსებობს) „გირჩი“ დარეგისტრირდება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო რეგისტრირებული ბევრი პარტია ( ანუ თავის დროზე მიიტანა 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერა) მათ შორის:
ჯონდი ბაღათურია ქართული დასი - 2182 ხმა არჩევნებზე
ზვიადის გზა აუფლის სახელით - 1 467 ხმა არჩევნებზე
სახალხო ხელისუფლება - 810 ხმა არჩევნებზე
მემარცხენე ალიანსი - 699 ხმა არჩევნებზე
მშრომელ სოციალისტური პარტია - 662 ხმა არჩევნებზე
და ისევე როგორც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იყო რეგისტრირებული "სახალხლო მოძრაობა" - 40 ( ორმოცი) ხმა არჩევნებზე.
p.s.
ძალიან დიდი მადლობა იმ 7000 ზე მეტ ადამიანს, ვისაც არ დაეზარა პირადობისთვის ფოტოს გადაღება და ონლაინ მოაწერა ხელი გირჩის არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნას.
ძალიან ბევრ იმ ადამიანსაც მადლობა, ვინც გვეუბნებოდა რომ "კი მინდოდა ხელი მომეწერა მაგრამ აი ძააააან გართულებულად გქონდათ რააა"
ღმერთმა დალოცოს საქართველო !“, - დაწერა ობოლაძემ.
ხელმოწერების მიტანის ვადა „გირჩს“ დღეს ეწურება.
შეგახსენებთ, 28 ივლისს „გირჩმა“ ზურაბ ჯაფარიძის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც პარტიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არასაკმარისი ხელმოწერების გამო 27 000 ყალბ ხელმოწერას დაამზადებს, რათა არჩევნებზე დარეგისტრირდეს.
„ჩვენ ვაპირებთ, ღიად, საჯაროდ დავამზადოთ 27 ათასი ყალბი ხელმოწერა, ანუ გავაკეთოთ ის, რასაც სხვადასხვა პარტია წლების განმავლობაში საქართველოში აკეთებს ჩუმად. ჩვენ ამას გავაკეთებთ საჯაროდ, რომ თქვენთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასაგები და თვალსაჩინო იყოს, რა მარაზმი და იდიოტობაა ეს საარჩევნო პროცესი“, -თქვა ჯაფარიძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
23 იანვარი, 2021 , 16:05

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
23 იანვარი, 2021 , 10:50

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
23 იანვარი, 2021 , 10:50

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
23 იანვარი, 2021 , 10:50
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19