უკან
კონფლიქტის ზონა
29 ნოემბერი, 2023 18:00
დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა
დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პერიოდულად უკანონოდ გადაადგილდებიან - მათი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში მსგავს შემთხვევებს ქართული მხარე მუდმივად აყენებს ჟენევის დისკუსიების ფორმატზე.
უწყების ცნობით, ბოლო შემთხვევასაც ქართული მხარე დააყენებს მომდევნო შეხვედრაზე.