უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

14 ივნისი, 2021 00:10
font-size

დღის კალენდარი - 14 ივნისი

წლის 166-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 200 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსთა მამათა: შიო ახლისა, დავით გაბრიელისა და პავლესი — გარეჯელთა (1696-1700); წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსისა და მეორისა მოწამე იუსტინესივე და მოყვასთა მისთა: ხარიტონისა, ხარიტასი, ეველპისტესი, იერაქსესი, პეონისა და ვალერიანესი (165).

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი დაიბადა სიქემში _ სამარიის ძველთაძველ ქალაქში. წმიდანი ბავშვობიდანვე დიდი გონიერებით გამოირჩეოდა. მან შეისწავლა ბერძნული ფილოსოფიის სხვადასხვა მიმდინარეობანი.

წმიდა ნათლობა იუსტინემ თავისი ცხოვრების 30-ე წელს მიიღო. მან თავისი ნიჭი და უდიდესი ფილოსოფიური განათლება წარმართთა შორის სახარების ქადაგებას მოახმარა.

წმიდანმა სასწავლებელიც გახსნა, სადაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ასწავლიდა. წმიდა იუსტინე თანმიდევრულად იცავდა ქრისტიანულ მოძღვრებას. დაახლოებით 155 წელს, იმპერატორი ანტონინუს პიუსი ქრისტიანების დევნას შეუდგა. წმიდანმა მას `აპოლოგია~ გადასცა, რაც ქრისტიანებისადმი წასაყენებელი ბრალდებების სიცრუეს ამტკიცებდა. `აპოლოგიამ~ ისე იმოქმედა, რომ მან ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა. იმპერატორის ბრძანებით იუსტინე აზიაში გაემგზავრა, სადაც განსაკუთრებით საშინლად დევნიდნენ ქრისტიანებს.

წმიდა იუსტინე შემდეგ იტალიაში გაემგზავრა, გზადაგზა სახარებას ქადაგებდა და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როდესაც წმიდანი რომში შევიდა, შურით შეპყრობილმა კრინსკენტმა, რომელსაც იუსტინე ყველა პაექრობაში ამარცხებდა, ცილი დასწამა მას და რომის სასამართლოში უჩივლა. წმიდა იუსტინე დააპატიმრეს და წამებით მოკლეს.

წმიდა მოწამენი: იუსტინე, ხარიტონი, ეველპისტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანი, იუსტუსი და ქალწულმოწამე ხარიტა ეწამნენ წმიდა იუსტინე ფილოსოფოსთან ერთად 166 წელს.

დაიბადნენ:

1671 _ ტომაზო ალბინიონი, იტალიელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1750 წელს.

1736 _ შარლ ოგიუსტენ კულონი, ფრანგი ფიზიკოსი და სამხედრო ინჟინერი. გარდაიცვალა 1806 წელს.

1811 _ ჰარიეტ ბიჩერ-სტოუ, ამერიკელი მწერალი ქალი. გარდაიცვალა 1896 წელს.

1868 _ კარლ ლანდშტაინერი, ავსტრიელი იმუნოლოგი, აღმოაჩინა ადამიანის სისხლის ჯგუფები, რეზუს-ფაქტორი. ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1943 წელს.

1904 _ ნატო ვაჩნაძე, მსახიობი. გარდაიცვალა 1953 წელს.

გარდაიცვალნენ:

1837 _ ჯაკომო ლეოპარდი, იტალიელი პოეტი.

1886 _ ალექსანდრ ოსტროვსკი, რუსული დრამატურგიის კლასიკოსი.

1912 _ იაკობ გოგებაშვილი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი, `დედა ენის~ ავტორი.

1927 _ ჯერომ კლაპკა ჯერომი, ინგლისელი მწერალი.

1936 _ გილბერტ კიტ ჩესტერტონი, ინგლისელი მწერალი.

1946 _ ჯონ ლოგი ბერდი, ტელევიზიის გამომგონებელი.

1953 _ ნატო ვაჩნაძე, მსახიობი.

1968 _ სალვატორე კვაზიმოდო, იტალიელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1986 _ ხორხე ლუის ბორხესი, არგენტინელი მწერალი.

მოვლენები:

1777 წელი _ ქალაქ ფილადელფიაში კონგრესზე დამტკიცდა აშშ-ს ეროვნული დროშა. 1949 წლიდან აშშ-ში აღნიშნავენ როგორც ეროვნული დროშის დღეს.

1807 წელი _ აღმოსავლეთ პრუსიაში ფრიდლანდთან ბრძოლაში ნაპოლეონმა დაამარცხა რუსეთის ჯარები.

1940 წელი _ ფაშისტური გერმანიის ჯარებმა აიღეს პარიზი.

1951 წელი _ ვაშინგტონში პირველად გამოიტანეს გასაყიდად კომპიუტერი UNIVAჩ 1-ის სახელწოდებით.

ღირსსახსოვარი დღეები:

ლატვია — სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე.

აშშ — ეროვნული დროშის დღე.

ავღანეთი _ დედის დღე.

პარაგვაი _ მშვიდობის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი