უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

3 თებერვალი, 2022 07:44
font-size

დღის კალენდარი _ 3 თებერვალი

წლის მე-34 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 331 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსი მაქსიმე აღმსარებელისა(662); მოწამე ნეოფიტესი (303-305); მოწამე ევგენისა; კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი, მოწამე აგნია ქალწულისა (დაახლ.304); მოწამე ანასტასისა (662); ღირსი მაქსიმე ბერძენისა(1556). ღირსისა ზოსიმესი, სირაკუზელი ეპისკოპოსისა; ღირსისა აპოლონ ეგვიპტელისა; Oოთხთა ტვირელ მოწამეთა;

დაიბადნენ:

1809 — მენდელსონ-ბარტოლდ ფელიქსი, გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, ორგანისტი და პიანისტი.

1847 — ალექსანდრ ბელი, ტელეფონის ერთ-ერთი გამომგონებელი.

1854 — სერგეი კორსაკოვი, რუსი ფსიქიატრი, მოსკოვის ფსიქიატრიული სკოლის დამაარსებელი.

1870 – ბესარიონ ქებურია, პირველი ქართველი მფრინავი. გარდაიცვალა 1958 წელს.

1872 — ივან ფომინი, გამოჩენილი რუსი არქიტექტორი. ნეოკლასიციზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1936 წელს.

1874 — ჰერტრუდა სტაინი, ამერიკელი მწერალი ქალი.

1909 — სიმონ ველი, ფრანგი მწერალი.

1915 — ბორის პაიჭაძე, ცნობილი ფეხბურთელი.

1935 – პავლე ჩარკვიანი, კინორეჟისორი, კინოდრამატურგი.

1948 — მელანი, ბალადების ამერიკელი შემსრულებელი.

გარდაიცვალნენ:

1468 — იოჰან ჰუტენბერგი, წიგნის ბეჭდვის გერმანელი გამომგონებელი.

1791 — ანტონ ბარსოვი, ერთ-ერთი პირველი რუსული გრამატიკის შემდგენელი, დაიბადა 1730 წელს.

1924 — თომას ვუდრო ვილსონი, აშშ 28-ე პრეზიდენტი, დაიბადა 1856 წელს.

1942 — როლან ფრეიზლერი, ნაცისტური სასამართლოს პრეზიდენტი, დაიბადა 1893 წელს.

1947 — ნიკოლაი პაპალექსი, რადიოფიზიკოსი, რადიოფიზიკოსთა და რადიოტექნიკოსთა სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი.

მოვლენები:

1769 — რუსეთში გამოვიდა პირველი ქაღალდის ფული — ასიგნაციები.

1913 — აშშ კონსტიტუციაში შეიტანეს მე-16 შესწორება, რომლის მიხედვითაც შემოიღეს შემოსავლის დაბეგვრა.

1919 — პარიზში გაიმართა ერთა ლიგის პირველი სხდომა.

1966 — საბჭოთა ავტომატურმა სადგურმა „ლუნა-9“-მ განახორციელა რბილი დაჯდომა მთვარის ზედაპირზე და დედამიწაზე გადმოსცა მთვარის ლანდშაფტის გამოსახულება.

1994 — საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ.

2002 — მსოფლიოს უხუცეს ადამიანად ცნეს 112 წლის იაპონელი მამაკაცი იუკიჩი ჩუგანცი და ამ ტიტულით შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი