უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2023 13:56
font-size

28 დეკემბერს მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. მათივე ცნობით, 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში კი საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

„თბილისში 28 დეკემბერს წვიმა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 დეკემბრამდე ზოგან დროგამოშვებით მოთოვს, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან თოვლი და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი