პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩთან მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრისას აღინიშნა, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირება უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას - საქართველოს საგარეო უწყება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩთან მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრისას აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას.
უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილის მხრიდან აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება.
„2026 წლის 26 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში ქართული ტელეკომპანიების - „იმედის“ და „POSTV“-ის ჩართვასთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს სთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაცია დაედო საფუძვლად აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ, ლონდონს თბილისიდან მიეწოდება.
აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას და სანქციების პაკეტების გაცხადებულ მიზნებს არ ემსახურება.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ტელეკომპანიების უსაფუძვლოდ დასანქცირება წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე შეტევას, რაც ასევე მიუღებელია საქართველოსთვის, სადაც განსხვავებული მედიასაშუალებები თანაბრად თავისუფალ სივრცეში არსებობენ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას.“- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
გაოცებით წავიკითხე პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის „უმადურობის“ შესახებ - გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა“, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა, ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს - რუსლან სტეფანჩუკი
26 თებერვალი, 2026 , 15:59
ბოჭორიშვილმა სამინისტრო სამარცხვინო კანტორად აქცია, რომელიც ხან ერთ დიპლომატს „ებლატავება“ და ხან მეორეს - გრიგოლ გეგელია
26 თებერვალი, 2026 , 15:35
ქართული არხების წინააღმდეგ სანქციების დაწესება უნდა იყოს მოქმედებების დასაწყისი და არა დასასრული - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“
26 თებერვალი, 2026 , 15:16
მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს - მაკა ბოჭორიშვილი
26 თებერვალი, 2026 , 14:36
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც „საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს
26 თებერვალი, 2026 , 14:18
ჩავუგდებ რუკას ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებს, სად გადის ფრონტის ხაზი, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ - შალვა პაპუაშვილი
25 თებერვალი, 2026 , 17:13




