უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 ოქტომბერი, 2017 14:20
font-size

დიდი ეჭვი არსებობს იმისა,რომ დახურული სხდომის ჩანაწერი მედიაში ადვოკატებისგან გავიდა - მამა მიქაელ ბოტკოველი

საქართველოს საპატრიარქოს მდივნის, მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ დაიბრუნოს საზოგადოების მაღალი ნდობა, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა.

მისი შეფასებით, დღეს, ეკლესიის იმიჯის შერყევის გარემოებები დადგა, ამიტომ ე.წ ციანიდის საქმის ირგვლივ საუბრები უნდა მორჩეს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი იმისათვის, რომ ის იმიჯი, რომელიც ქონდა დავიბრუნოთ, დღეს დადგა ამ იმიჯის შერყევის სხვადასხვა გარემოებები, დავიბრუნოთ საზოგადოების მაღალი ნდობა, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ეკლესია ქართულ საზოგადოებაში. ამიტომ, ამ თემებზე საუბარს უნდა მოვრჩეთ“,-აღნიშნა ბოტკოველმა.

რაც შეეხება უშალოდ ე.წ ციანიდის საქმეს, საპატრიარქოს მდივანმა აღნიშნა, საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი იმისა, რომ არ ენდოს გამოტანილ განაჩენს.

მედიაში საქმის დახურული სხდომის აუდიოჩანაწერის მოხვედრაზე საუბრისას კი, ბოტკოველმა განმარტა, რომ მსგავსი მასალა საპატრიარქოდან ვერ გავიდოდა, რადგან საპატრიარქოს ეს მასალები არ გააჩნია.

მისივე თქმით, დიდი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ინფორმაცია მედიას ადვოკატებმა მიაწოდეს.

„განაჩენი გამოტანილია. ვინც ამ განაჩენს არ ეგუება, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ მივიღეთ ის შედეგი რაც დადგა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია, რომ უნდობლობა გამოვუცხადოთ მოქმედ კანონმდებლობას და იმ შედეგეს, რომელიც დადგა.

აბსოლუტური სიბეცეა, როდესაც ლაპარაკობენ, რომ საპატრიარქოდან შეიძლება გასულიყო ეს ინფორმაციები. საიდან შეიძლება საპატრიარქოს ქონოდა ეს ინფორმაციები, მითხრას ვინმემ. საიდან შეიძლება? ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენდით, ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები და შესაბამისად, არც მოგვითხოვია და ვერც მივიღებდით. საიდან შეიძლება ქონოდა საქართველოს საპატრიარქოს მასალები. ან როგორ ფიქრობთ, საქართველოს საპატრიარქო ამ მასალებს რატომ მისცემდა რუსთავი2-ს, ან თუნდაც სხვა ტელევიზიას?!

დიდი ეჭვი არსებობს იმისა,რომ ეს ინფორმაციები გავიდა სწორედ ადვოკატებისგან. საპატრიარქოს ინტერესში არ შედიოდა ეს.

ადრეც ვაცხადებდი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სასამართლო პროცესის დახურვა იყო სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნა, რადგანაც მათ ინტერესში შედიოდა, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო სხდომები.

საპატრიარქოს ინტერესში შედიოდა ის, რაც მართლმსაჯულება დაადგენდა, სხვა ინტერესი საქართველოს საპატრიარქოს არ ქონდა“,-განმარტა ბოტკოველმა.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი