კომენტარი


დიდმა პალატამ მკაფიოდ თქვა, რომ მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობა და სასამართლო პროცესი იყო კანონიერი - სოზარ სუბარი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მკაფიოდ თქვა, არანაირი პოლიტიკური მოტივი ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში არ იკვეთება, - განუცხადა ჟურნალისტებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მერაბიშვილის პატიმრობასთან არანაირი საერთო არ აქვს და ყოფილი პრემიერის პატიმრობა არ გადაიხედება.
„დიდმა პალატამ რამდენიმე საკითხი უფრო მკაფიოდ გამოკვეთა, ვიდრე ეს იყო პირველ სასამართლოში. უფრო კონკრეტულად, 339-ე მუხლს თუ ჩახედავთ, გადაწყვეტილებაში მკაფიოდ თქვა, რომ არანაირი პოლიტიკური პატიმრობა მერაბიშვილთან დაკავშირებით არ დგინდება. მკაფიოდ თქვა, რომ მისი დაკავება, წინასწარი პატიმრობა და სასამართლო პროცესი, ეს ყველაფერი იყო კანონიერი.
რაც შეეხება მე-18 მუხლის დარღვევას, ამ მუხლთან დაკავშირებით დიდი პალატის ხმები გაიყო და 9 მოსამართლემ დაადგინა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ჰქონდა ადგილი, ხოლო 8 მოსამართლემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა, რომ მისი გაყვანა არ დგინდება. ამ 8 მოსამართლეს შორის არის დიდი პალატის თავმჯდომარე, რომელმაც დაადგინა, რომ გაყვანას ადგილი არ ჰქონია. ამ ყველაფრის მიუხედავად სასამართლომ თქვა, რომ ამას პოლიტიკურ მოტივებთან შეხება არ ჰქონია. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ 9 მოსამართლის დარწმუნება, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს ადგილი ჰქონდა.
რას ვიზამთ, სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს და ეს არანაირად არ ეხება პატიმრობის კანონიერებას და მით უმეტეს გათავისუფლებას“, - აცხადებს სუბარი.
საკვანძო სიტყვები:
ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე
25 სექტემბერი, 2025 , 15:23

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე
25 სექტემბერი, 2025 , 12:58
ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას - მიხეილ სააკაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 17:11

ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული - გურამ მაჭარაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 16:33
ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - კახა კალაძე
23 სექტემბერი, 2025 , 14:07
4 ოქტომბერი მთლიანად არჩევნების და აქციის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას - ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 17:56