უკან
საზოგადოება
12 აპრილი, 2017 18:45
დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები 19 ობიექტზე ხორციელდება
დიდუბის რაიონში, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 19 ობიექტზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაცია 3 მისამართზე მიმდინარეობს. საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია 2 ობიექტზე ხორციელდება. ასევე მიმდინარეობს სადარბაზოს კეთილმოწყობის, სართულშუა ნაპრალების, წყალსადენ-კანალიზაციისა და შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია.
აპრილში დიდუბის რაიონის გამგეობაში, სხვადასხვა თხოვნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან სულ 75 განცხადებაა შესული. ამხანაგობების განცხადებების განხილვა და დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.