უკან

პოლიტიკა

15 მაისი, 2018 14:00
font-size

დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში ინიცირებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ემიჯნება

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ის ემიჯნება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტს.

დეპუტატისთვის მიუღებელია კანონპროექტში გაწერილი ჯარიმები, ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და გავრცელების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ასევე შეთავაზებული დოზები.

„ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია, მაგრამ ის უნდა იყოს სწორად გათვლილი, სწორად დაგეგმილი და სწორად განხორციელებული. არავინ დაობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რა ფორმითაც ის არის წარმოდგენილი, კატეგორიულად მიუღებელია და თუ სესიაზე უცვლელი სახით გავა, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები. ამასთან, გუნდში შეჯერება შესაძლებელია. ძალიან ბევრია შეხების წერტილები, თუნდაც ის, რომ არ დავიჭიროთ ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებლებს დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადოთ.

წარმოდგენულ პროექტში ჩემთვის მიუღებელია იმდაგვარი დეფინიცია, რომ ნარკოტიკების გასაღება და გავრცელება ერთმანეთისგან იმიჯნებოდეს და გავრცელება 300-ლარიანი ჯარიმით ისჯებოდეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ხიფათი აბსოლუტურად თანაბარია იმის მიუხედავად, ნარკოტიკს ფულადი ინტერესით გავავრცელებ, თუ ფულადი ინტერესის გარეშე. ასევე, მიუღებელია პროექტით შემოთავაზებული დოზები. მაგალითად, თითქოს სუბუტექსის თერაპიული დოზა არის ერთი აბი და თუ მომხმარებელს ერთი აბი ექნება ჯიბეში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. სუბუტექსის თერაპიული დოზა ნამდვილად არის ერთი აბი, მაგრამ როგორც წესი, მას არავინ არ სვამს, ჟარგონით თუ ვიტყვით, “იჩხერენ“ და დაახლოებით 8-12 ნარკომომხმარებელი იკმაყოფილებს ნარკოტიკული თრობის მოთხოვნას. გარდა ამისა, სწორად უნდა იყოს გათვლილი საჯარიმო სახდელები, რათა მიზანს აღწევდეს. ჩემთვის მიუღებელია ის, რომ თუკი ნარკომომხმარებელი ნარკოტიკს არასრულწლოვანთან ერთად მოიხმარს, ის 200-ლარის ოდენობით ჯარიმდებოდეს. ასევე მიუღებელია, რომ ნარკოტიკების თუნდაც პირადი მოხმარებისათვის საქართველოს საზღვარზე შემოტანა ან გატანა და არალეგალური ტრანზიტი 100-ლარამდე ჯარიმით ისჯებოდეს. ეს არის ღია კარი ნარკომანიის აფეთქებისკენ. ნარკოტიკების მომხმარებელი, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორში უნდა გადმოვიყვანოთ, მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს ბოლო ეტაპი, სადაც იქნება არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმი - თუკი ნარკომომხმარებელი მკურნალობას ითხოვს, ჩვენ ამაში სახელმწიფო პროგრამებით ხელს ვუწყობთ, მაგრამ თუ ის საბოლოოდ უარს იტყვის მკურნალობაზე, არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმზე უნდა გადავიდეს და თუ ამაზეც უარს იტყვის, საზოგადოებისგან მისი იზოლაცია უნდა მოხდეს“, -თქვა ხუნდაძემ.

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება - ირაკლი კობახიძე

1 მაისი, 2024 , 18:15

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრე

მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი

1 მაისი, 2024 , 16:15

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულებისადმი მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა. იუკნევიჩიანე აქციის დარბევის ვიდ

ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი

1 მაისი, 2024 , 15:39

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა 30 აპრილს - 1 მაისს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეების დარბევას. "ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროს არის გამოსავალი. გერ

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი

1 მაისი, 2024 , 15:27

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს გან

ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება - პრეზიდენტი

1 მაისი, 2024 , 14:46

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და ა

„სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს“ - ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა

1 მაისი, 2024 , 12:31

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა. „სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი