უახლესი ამბები
- 17.12.2024 11:36საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი და მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან - ირაკლი კობახიძე
- 17.12.2024 09:52სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- 17.12.2024 09:00გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ - მეთიუ მილერი
არქივი
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს, შინიჩი კიტაოკას (Shinichi Kitaoka) შეხვდა.
როგორც მედიანიუსს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები.
შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მისი ერთ-ერთი კომპონენტის - სივრცითი განვითარების რეფორმის მნიშვნელობაზე, აგრეთვე, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
JICA გეგმავს მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში. საუბარია, რიკოთის მონაკვეთის ერთ-ერთ სექციაზე, რომლის განხორციელებაც მომავალ წელს იწყება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 250 მლნ აშშ დოლარია.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი საქართველოსთან თანამშრომლობა გააქტიურდეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გაფართოვდეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს უმაღლესი სასწავლების სტუდენტებისთვის იაპონიაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში იგეგმება JICA-ს პრეზიდენტის ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა.