მსოფლიო
ჯანდაბას თქვენი რეზოლუცია - თურქეთის პრეზიდენტი
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სირიაში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ერდოღანის მტკიცებით, საერთაშორისო საზოგადოება უმოქმედოა აღმოსავლეთ ღუტაში შექმნილ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
„გაეროს უშიშროების საბჭოვ, ჯანდაბას თქვენი რეზოლუცია. რა აზრი აქვს გადაწყვეტილებას, რომელიც არ სრულდება? თქვენ ატყუებთ კაცობრიობას, თქვენ მას ღალატობთ“, -თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ღუტაში შექმნილი სიტუაცია „არაჰუმანური“ უწოდა.
„მსოფლიო ბევრად მეტია ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოს 5 წევრი [საუბარია მუდმივ წევრებზე:საფრანგეთზე, რუსეთზე, დიდ ბრიტანეთზე, აშშ-სა და ჩინეთზე]. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო წყობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, ხოლო 5 ქვეყნის ძალაუფლებას „მთელი კაცობრიობის დაცინვა“ უწოდა.
ანა მებურიშვილი