უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 აპრილი, 2024 10:43
font-size

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა, ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც ხელს შეუშლიდა შესაბამის სამსახურებს განეხორციელებინათ პირის ქვეყნიდან გაძევება“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა, გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.

„ლილო მოლის“ ბაზრობაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა

2 მაისი, 2024 , 16:03

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართ

30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

1 მაისი, 2024 , 11:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინა

გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი - შსს

1 მაისი, 2024 , 10:18

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, აღნიშნული პირები

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი