კომენტარი


დმანისის მუნიციპალიტეტში ყურანზე დაფიცების ფაქტთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ მკაცრი დირექტივა გასცა-თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, დმანისის მუნიციპალიტეტში ყურანზე დაფიცების ფაქტთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის აქტივზე მკაცრი დირექტივა გასცა.
მისივე თქმით, თუ მსგავსი ფაქტი ნამდვილად მოხდა, ამას სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ.
ამის შესახებ წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არის დმანისის მუნიციპალიტეტში ყურანზე დაფიცების ფაქტები. მოვისმინეთ „ქართული ოცნებისგან“ ინფორმაცია, რომ მათ უმკაცრესი დირექტივები გასცეს თავიანთ აქტივზე. თუ ამგვარი, რამ იყო მომხდარი და ამას უკვე სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ, მომავალში ყველამ თავი უნდა შეიკავოს მსგავსი ქმედებისგან“,-განმარტა თეა წულუკიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე
25 სექტემბერი, 2025 , 15:23

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე
25 სექტემბერი, 2025 , 12:58
ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას - მიხეილ სააკაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 17:11

ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული - გურამ მაჭარაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 16:33
ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - კახა კალაძე
23 სექტემბერი, 2025 , 14:07
4 ოქტომბერი მთლიანად არჩევნების და აქციის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას - ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 17:56