უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
კომენტარი


ძირითად ვექტორებზე არანაირი განსაკუთრებული ცვლილებები დაგეგმილი არ არის - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, არანაირი განსაკუთრებული ცვლილებები ძირითად ვექტორებზე დაგეგმილი არ გახლავთ.
ამის შესახებ ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული და რუსული მხარეები ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზების მზადყოფნას გამოთქვამენ.
მინისტრის თქმით, ქართული მხარის პოზიცია არის უცვლელი და ერთი მხრივ, გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ რეინტეგრაციის მიმართულებით სვლას, მეორე მხრივ კი, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, რათა ქვეყანას აარიდოს რაიმე ტიპის პროვოკაცია.
„აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ის საკითხები, რომლებიც ზოგადად ამ არხის მეშვეობით განიხილება და უკავშირდება თემებს, რომლებიც გამიჯნულია ოკუპაციის საკითხებიდან. ამ შეხვედრაზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, გამოითქვა მზაობა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან გამარტივდეს, ეს პრინციპში არის დადებითი შედეგი.
ზოგადად დადებითია ის, რომ ეს არხი მუშაობს საკმაოდ კარგად. ამ წლების განმავლობაში სწორედ ასეთი პრაგმატული მიდგომით ჩვენ შევძელით ერთი მხრივ, მასშტაბური პროვოკაციის თავიდან აცილება, სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება ძალიან რთულ რეგიონში და რთულ დროში, მეორე მხრივ, გადავდგით ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია. ყველა ის ნაბიჯი გადადგმულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმე ტიპის კომპრომისს იმ პრინციპულ საკითხთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას. ამიტომ, მე, ზოგადად დადებით შეფასებას მივცემ ამ შეხვედრას და შეხვედრების ციკლს, რომელიც კარასინი-აბაშიძის ფორმატად მოვიხსენიებ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21